GRUNI-ში მდგრადი ბიზნესის მენეჯმენტის სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების წარდგენის ღონისძიება გაიმართება
16 დეკემბერს, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში, მდგრადი განვითარების ცენტრის მიერ შემუშავებული მდგრადი ბიზნესის მენეჯმენტის სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების წარდგენის ღონისძიება გაიმართება.
უნივერსიტეტის მიერ 9 დეკემბერს გამოქვეყნებული ინფორმაციით, ღონისძიება 17:00 საათზეა დაგეგმილი.
ღონისძიების ფარგლებში:
- გაიცნობ გრუნის მდგრადი განვითარების ცენტრს და მიიღებ ინფორმაციას
მისი ინიციატივებისა და აქტივობების შესახებ; - გაიგებ ყველა დეტალს ახალ, რეგიონული მასშტაბით ინოვაციურ სამაგისტრო და
სადოქტორო პროგრამების შესახებ, მდგრადი ბიზნესის მენეჯმენტის მიმართულებით; - გაეცნობი ინფორმაციას გრუნის მდგრადი განვითარების ცენტრის მიერ
შემუშავებული სასერტიფიკატო კურსების შესახებ მდგრადობის
მიმართულებით; - მოუსმენ UN PRME-ის (გაეროს პასუხისმგებლიანი განათლების მენეჯმენტის
პრინციპები) ოფიციალურ წარმომადგენლებს; - გექნება შესაძლებლობა, გქონდეს პირდაპირი კომუნიკაცია სამინისტროების
დარგობრივი დეპარტამენტების წარმომადგენლებთან, აკადემიურ კადრებთან
და საერთაშორისო ექსპერტებთან.
ღონისძიებაზე დასასწრებად რეგისტრაციის გავლას შეძლებთ ბმულზე
-
GRUNI-ს დოქტორანტებმა ტეხასის A&M უნივერსიტეტში კვლევითი პრაქტიკა წარმატებით დაასრულეს
by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი
-
GRUNI-ს ასისტენტ-პროფესორის თანაავტორობით ახალი სახელმძღვანელო გამოიცა
by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი
-
GRUNI-ს წარმომადგენლები თურქმენეთში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ
by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი