GE

ალმა მატერი საუნივერსიტეტო გრანტის მოსაპოვებლად აბიტურიენტებისთვის კონკურსს აცხადებს

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებს მედიაციის კონკურსს სთავაზობს. კონკურსის ფარგლებში მონაწილეები დაიყოფიან ჯგუფებად, მათ ჩაუტარდებათ ტრენინგები, მიეცემათ დავალებები და მონაწილეობას მიიღებენ მედიაციის იმიტირებულ პროცესში.

კონკურსში გამარჯვებული გუნდის წევრები,გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში ჩარიცხვის
შემთხვევაში, დაჯილდოვდებიან საუნივერსიტეტო გრანტის სრული პაკეტით, რაც გულისხმობს მათი სწავლის 100%-იან დაფინანსებას. მეორე ადგილზე გასული გუნდის წევრებისთვის სწავლის საფასური განისაზღვრება 2250 ლარით.

კონკურსის ყველა მონაწილე მიიღებს სერტიფიკატს.

გარდა ამისა, უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში, ორივე გუნდი მონაწილეობას მიიღებს ევროპულ სასწავლო ტურში, რომელიც სრულად დაფინანსდება საუნივერსიტეტო გრანტით.

პროექტში მონაწილე დანარჩენი წევრები მიიღებენ 5%-იან ფასდაკლებას, ხოლო უნივერსიტეტის პირველ პრიორიტეტად მონიშვნის შემთხვევაში (033) – დამატებით 15%-იან შეღავათს, ანუ, მთლიანობაში, 20%-იან ფასდაკლებას სწავლის საერთო ღირებულებიდან.

12494683_1029098803813876_2151193771035186276_n

რა არის მედიაცია?
ბოლო პერიოდში, მედიაცია აქტუალური და პოპულარული გახდა ევროპაში. მორიგების ეს ფორმა აქტიურად ინერგება სამართლის პრაქტიკაშიც.

მედიაცია მოლაპარაკების პროცესია, სადაც ნეიტრალური პირი – მედიატორი დაპირისპირებულ მხარეებს ან/და მათ წარმომადგენლებს ეხმარება კონფლიქტის ურთიერთსასარგებლო შეთანხმებით დასრულებაში.

მედიაციის პროცედურის დროს კონფლიქტის მონაწილე მხარეები, ეყრდნობიან რა მედიატორის გამოცდილებას, ცოდნასა და უნარს, დამოუკიდებლად მიდიან ურთიერთხელსაყრელ გადაწყვეტილებამდე.

მედიაციის პროცესი მთლიანად თავისუფალი და არაფორმალურია. მხარეებს შეუძლიათ პირველი და შემდგომი შეხვედრების ფარგლებში, ნებისმიერ დროს შეწყვიტონ აღნიშნული პროცესი.

ვის შეუძლია მედიაციის პროექტში მონაწილეობა?
მედიაციის პროექტში მონაწილეობა შეუძლიათ მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებს. მონაწილეობა უფასოა და ყველა აბიტურიენტისთვის არის შესაძლებელი, განსაკუთრებით ვინც დაინტერესებულია სამართლის, ფსიქოლოგიის და ჟურნალისტიკის სპეციალობებით.

როგორც გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში აცხადებენ, მედიაციის პროექტი საშუალებას მოგცემთ სწორად განსაზღვროთ თქვენი პროფესიული არჩევანი.

კონკურსზე რეგისტრაცია შესაძლებელია იანვრის ბოლომდე, 1 თებერვალს კი გაიმართება კონკურსის პრეზენტაცია.

კონკურსზე რეგისტრაციისთვის უნდა შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური