GE

ალტე უნივერსიტეტის მედიცინის ახალმა ქართულენოვანმა საგანმანათლებლო პროგრამამ აკრედიტაცია მოიპოვა

ალტე უნივერსიტეტის მედიცინის ახალმა ქართულენოვანმა საგანმანათლებლო პროგრამამ აკრედიტაცია წარმატებით მოიპოვა.

რა უპირატესობებს სთავაზობს აღნიშნული პროგრამა მედიცინით დაინტერესებულ აბიტურიენტებს?

Evex ჰოსპიტლების გრანტის მიღების შესაძლებლობას – TOP 5 აბიტურიენტს, რომელიც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ყველაზე მაღალ ქულას მიიღებს, 100%-ით დაუფინანსდება სწავლების სრული პირველი წელი;

Evex ჰოსპიტლებთან თანამშრომლობის ფარგლებში, ექსკლუზიურად ივ. ბოკერიას საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის ბაზაზე კლინიკური პრაქტიკის გავლის უნიკალურ შესაძლებლობას;

სწავლების ინტეგრირებულ მეთოდს – საბაზისო და კლინიკური დისციპლინების ჩართულობით ორგანოთა სისტემების ერთ სიბრტყეში განხილვასა და მედიცინის დარგში შესაბამისი ცოდნისა და უნარების განვითარებას (პროგრამა 4 ფაზაD არის წარმოდგენილი: საბაზისო, პრეკლინიკური, კლინიკური, კლინიკური პრაქტიკისა და კვლევის ფაზა);

პრაქტიკულ სწავლებას ალტე უნივერსიტეტის ბაზაზე არსებულ ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ სამედიცინო ლაბორატორიებში: OSCE Center, საბაზისო-კლინიკური უნარების ლაბორატორია, სიმულაციური კლინიკა და სხვა;

სამეცნიერო კვლევებში ჩართულობას;

პრაქტიკის გავლას, როგორც Evex-ის ჰოსპიტლების ჯგუფში შემავალ კლინიკებში, ასევე, სხვა პარტნიორ კლინიკებსა და სამედიცინო პროფილის დაწესებულებებში;

პრაქტიკოსი ლექტორების მიერ ჩატარებულ საინტერესო ლექციებს, მასტერკლასებს, ვორქშოფებს;

United State Medical Licensing Examination (USMLE) – აშშ-ში რეზიდენტურის მსურველთათვის მოსამზადებელ კურსებს;

ივ. ბოკერიას საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის ბაზაზე, რეზიდენტურის პროგრამაზე სწავლის გაგრძელების შესაძლებლობას.

დაინტერესებულ აბიტურიენტებს უკვე აქვთ შესაძლებლობა მედიცინის ქართულენოვანი პროგრამა საგამოცდო ცენტრის ბაზაშიც დაამატონ

პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე

დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მისწერეთ ალტე უნივერსიტეტის ოფიციალურ გვერდს

უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური
aris.ge-adm