GE

ალტე უნივერსიტეტისა და ნატოს სახალხო დიპლომატიის განყოფილების (NATO PDD) ერთობლივი პროექტი სკოლის მოსწავლეებისთვის და სტუდენტებისთვის

19 მაისს, ალტე უნივერსიტეტი, ნატოს სახალხო დიპლომატიის განყოფილების (NATO PDD) მხარდაჭერით, იწყებს პროექტს – „Georgia-NATO IllumiNATOrs“. პროექტის მიზანია ახალგაზრდა თაობის ცნობიერების ამაღლება რუსეთიდან მომდინარე ნარატივების შესახებ, რომელიც საფრთხეს უქმნის საქართველოს კონსტიტუციურ მიზანს, გაწევრიანდეს ევროკავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში – NATO-ში.

პროექტის ფარგლებში, დარგის ექსპერტები და დიპლომატები ჩაატარებენ საგანმანათლებლო სემინარებს შემდეგ საკითხებთან დაკავშირებით:

1. ნატოს არსი
2. ნატოს სამართლებრივი ჩარჩო
3. რბილი ძალა: რუსული დეზინფორმაცია
4. დეზინფორმაციული კამპანია ნატოს წინააღდეგ: სტრატეგიები და კონცეფციები
5. დეზინფორმაციული კამპანია ნატოს სამშვიდობო მისიების წინააღმდეგ
6. ნატო და საქართველო: გამოწვევები და პერსპექტივები
7. ნატო და უკრაინა: მიმდინარე პროცესი
8. ნატოს და ციფრული სივრცე
9. ნატოს სტრატეგია დეზინფორმაციასთან ბრძოლის საკითხებში
10. ნატოს გაფართოების თანამედროვე ასპექტები

„Georgia-NATO IllumiNATOrs” თავისი ფორმითა და შინაარსით უმნიშვნელოვანესი პროექტია, რადგან პირველ რიგში, ის ხორციელდება „ნატო“-ს სახალხო დიპლომატიის განყოფილების (NATO PDD) მხარდაჭერით და მეორე მხრივ, ხელს უწყობს NATO-სთან დაკავშირებით ცნობიერების ამაღლებას ახალგაზრდა თაობის წარმომადგენლებში, რომლებიც, დარწმუნებული ვარ, სამომავლოდ, მნიშვნელოვან წვლილს შეიტანენ საქართველოს NATO-ში გაწევრიანების პროცესში.“, – აღნიშნავს ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის დეკანის მოვალეობის შემსრულებელი, გიორგი კობერიძე.

სემინარებზე მიღებული სანდო ინფორმაციის საფუძველზე, ექსპერტების ჩართულობით, პროექტის მონაწილეები მოამზადებენ ინფორმაციულ ვიდეო რგოლებს, რომლებიც გავრცელდება სოციალური მედიის საშუალებით.

პროექტში მონაწილეობა შეუძლიათ სკოლის მოსწავლეებსა და საქართველოში მოქმედი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებს. ადგილების რაოდენობა შეზღუდულია და მონაწილეობის მიღებას მხოლოდ 60 ახალგაზრდა შეძლებს.

სემინარები გაიმართება: ქ. თბილისში, ალტე უნივერსიტეტის კამპუსში, უნივერსიტეტის ქ. #2.

მსურველებს გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია შემდეგ ბმულზე

უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური
aris.ge-adm