GE

ალტე უნივერსიტეტში, ეგვიპტის უნივერსიტეტის სტუდენტების საზაფხულო კლინიკური როტაციის პროგრამა დასრულდა

ალტე უნივერსიტეტის მედიცინის საერთაშორისო სკოლის ორგანიზებით, ეგვიპტის Arab Academy For Science, Technology and Maritime Transport (AASTMT) უნივერსიტეტის მედიცინის პროგრამის სტუდენტების საზაფხულო კლინიკური როტაციის პროგრამა წარმატებით დასრულდა.

უნივერსიტეტის მიერ 1-ელ სექტემბერს გამოქვეყნებული ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში ეგვიპტელმა სტუდენტებმა საქართველოში ინტენსიური, პრაქტიკული კომპონენტით დატვირთული ერთი თვე გაატარეს. 14-მა კლინიკური საფეხურის სტუდენტმა წარმატებით გაიარა როტაციები შემდეგი მიმართულებებით: Internal Medicine, General Surgery, Emergency & Intensive Care Medicine (ER/ICU).

27 აგვისტოს გამართულ ოფიციალურ დახურვის ღონისძიებაზე მონაწილეებმა განვლილი პერიოდი შეაჯამეს და ალტე უნივერსიტეტში მიღებული გამოცდილება გააზიარეს. შეხვედრის ბოლოს სტუდენტებს სერტიფიკატები და სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.

ღონისძიებას ესწრებოდნენ: ალტე უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორი – თორნიკე ბაქაქური და ალტე უნივერსიტეტის პრეკლინიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი – თამარ კრავეიშვილი, ასევე – აფილირებული კლინიკა „ვივამედის“ წარმომადგენლები.

ერთთვიანი პროგრამის განმავლობაში სტუდენტები ქართველ ექიმებთან ერთად აქტიურად იყვნენ ჩართულები კლინიკურ პროცესებში, გაეცნენ პრაქტიკული სწავლების თანამედროვე სტანდარტებს და მნიშვნელოვანი პრაქტიკული გამოცდილება დააგროვეს.

ალტე უნივერსიტეტი მადლობას უხდის პარტნიორებსა და მონაწილეებს ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის და წარმატებებს უსურვებს სტუდენტებს მომავალ პროფესიულ საქმიანობაში.

უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური