ალტე უნივერსიტეტში დისკუსია – „AI ლანდშაფტი: ტენდენციები და კროს-სექტორული გამოყენება“ გაიმართება
30 იანვარს, 16:00 საათზე, ალტე უნივერსიტეტის IT სკოლა გიწვევთ მრგვალი მაგიდის დისკუსიაზე – „AI ლანდშაფტი: ტენდენციები და კროს-სექტორული გამოყენება“.
უნივერსიტეტის მიერ 23 იანვარს გამოქვეყნებული ინფორმაციით, ღონისძიება დაეთმობა ხელოვნური ინტელექტის პრაქტიკული და თეორიული ასპექტების განხილვას:
- AI-ის კროს-სექტორული განხილვა;
- რა არის და რა არ არის AI;
- განსხვავება AI-ის, ალგორითმებსა და ავტომატიზაციას შორის;
- როგორ მუშაობს AI რეალურ სამყაროში;
- პროფესიონალების გამოცდილების გაზიარება: შეხვედრა AI ინდუსტრიისა და ხელოვნური ინტელექტის სფეროს ექსპერტებთან.
დისკუსიას გაუძღვებიან მოწვეული სპიკერები:
- თორნიკე რაზმაძე – რადიუმის დამფუძნებელი – „ალგორითმული ხელოვნური ინტელექტი“;
- გიორგი ხანიშვილი – ველინის დირექტორი – ხელოვნური ინტელექტის განხილვა ბიზნესის ჭრილში;
- გიორგი გვასალია – DeteqtAI დამფუძნებელი – DeteqtAI-ის მაგალითზე ხელოვნური ინტელექტის განხილვა ბიზნესის ჭრილში;
- ლაშა დალაქიშვილი – ალტე უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი – „ხელოვნური ინტელექტის როლი გაანთლებასა და მეცნიერებაში“.
მონაწილეებს ექნებათ შესაძლებლობა, ღია, პრაქტიკულ და შინაარსობრივ განხილვაში ჩაერთონ.
ღონისძიებაზე დასაწრებად აუცილებელია, შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა