GE

ალტე უნივერსიტეტს საერთაშორისო ექსპერტები სტუმრობდნენ

20-21 ოქტომბერს, ალტე უნივერსიტეტს, DAAD-ის Bologna Hub Peer Support Plus (BHPS+) ინიციატივის ფარგლებში, ორი საერთაშორისო ექსპერტი, პროფესორი მელიტა კოვაჩევიჩი (Melita Kovačević) და ლორე დემედტსი (Lore Demedts), ეწვია.

უნივერსიტეტის მიერ 21 ოქტომბერს გამოქვეყნებული ინფორმაციით, ვიზიტის მთავარი მიზანი უნივერსიტეტის მიღწევების, გამოწვევებისა და განვითარების პრიორიტეტების განხილვა, ექსპერტებისგან პრაქტიკული რეკომენდაციების მიღება და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება იყო.

ორდღიანი სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ექსპერტები შეხვდნენ უნივერსიტეტის პრეზიდენტს და ადმინისტრაციულ პერსონალს და პროექტის სამივე სტრატეგიული მიმართულება განიხილეს:

  • ხარისხის უზრუნველყოფა და საგანმანათლებლო პროგრამების განვითარება;
  • დიგიტალიზაცია, ხელოვნური ინტელექტი და სტუდენტური სერვისები;
  • ინტერნაციონალიზაცია და მისი ინტეგრირება უნივერსიტეტის საქმიანობაში.

შეხვედრებზე ალტე უნივერსიტეტის ადმინისტრაციულმა პერსონალმა წარმატებული პრაქტიკები გააზიარა, ექსპერტებმა კი სხვა ევროპული უნივერსიტეტების გამოცდილებაზე ისაუბრეს.

აღნიშნული ვიზიტი ალტე უნივერსიტეტის ევროპულ უმაღლესი განათლების სივრცეში პოზიციონირებისა და ინსტიტუციური გაძლიერებისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ექსპერტების რეკომენდაციები კი ინსტიტუციური პრაქტიკის გაუმჯობესებასა და უნივერსიტეტის განვითარებას შეუწყობს ხელს.

უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური