GE

ალტერბრიჯი ნებისმიერი სასწავლებლის სტუდენტს დასაქმების შესაძლებლობების მოძიებაში დაეხმარება

პანდემიურ რეალობაში, შრომის ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე მოწყვლადი ჯგუფი, სტუდენტები განსაკუთრებით დაზარალდნენ. უმეტესობა მათგანმა სამუშაო ადგილი დაკარგა ან შეინარჩუნა შემცირებული ანაზღაურების პირობებში. ასეთ დროს, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პროექტები, რომელთა მიზანიც ახალგაზრდების ხელშეწყობა და დასაქმების შესაძლებლობების მოძიებაში დახმარებაა.

გამორჩეული კორპორაციული და სოციალური პასუხისმგებლობის მქონე უნივერსიტეტის „ალტერბრიჯის“ ორგანიზებით, 11 ივნისს, 15:00-18:00 საათზე გაიმართება ონლაინ-დასაქმების ფორუმი. აღსანიშნავია, რომ მასში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ ახალგაზრდას, მიუხედავად იმისა, თუ რომელ სასწავლებელში იღებს განათლებას.

განსაკუთრებული შეთავაზება იმოქმედებს საზოგადოებასთან ურთიერთობის, მარკეტინგისა და კომუნიკაციების მიმართულებით დაინტერესებული სტუდენტებისთვის. ფორუმის მონაწილეებს, უნივერსიტეტი ალტერბრიჯი კვალიფიკაციის ასამაღლებელ, სრულიად უფასო კურსებს შესთავაზებს.

დამსაქმებლებს შორის რეგისტრირებული არიან ქვეყნის წამყვანი ორგანიზაციები: აჭარა გრუფი, თი ბი სი ლიზინგი, ავტოჰოუმი, ნიკორა ტრეიდი და სხვა.

რეგისტრაცია მარტივია. საჭიროა შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა. დეტალების შესახებ, გთხოვთ დაუკავშირდეთ უნივერსიტეტს ნომერზე: 568 899 998

წარმატებებს გისურვებთ!

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური