„აქ უკვე ხარისხის ცენტრი იქნება შეუვალი“ – როგორი იქნება უნივერსიტეტებთან მუშაობის ახალი პრინციპი
სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი უნივერსიტეტებთან მუშაობის განსხვავებულ პრინციპზე გადადის, რომელიც თავის თავში ცენტრთან მეტ თანამშრომლობას, შეხვედრებს და მხარდაჭერას ითვალისწინებს.
შეხვედრა უკვე გაიმართა უმაღლესების რექტორებთან და მათ პირდაპირ ეთქვათ, რომ მეტად უნდა ისაუბრონ თავიანთ პრობლემებზე და ამის შემდეგ ისინი დახმარებას მიიღებენ ცენტრისგან პრობლემის აღმოსაფხვრელად.
„ჩვენი მთავარი სამიზნე არის, რომ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება და ზოგადად საგანმანათლებლო დაწესებულებები იყვნენ შესაბამისი, რათა ჩვენს ქვეყანაში ზრუნვის მთავარი ობიექტისთვის და ეს არის მოსწავლე და სტუდენტი, კონსტიტუციით გათვალისწინებული უფლება, რომ მიიღოს ხარისხიანი განათლება, იყოს უზრუნველყოფილი.
“ადრე თუ დაწესებულებას ჰქონდა შემოტანილი განაცხადი რომ უნდოდა საგანმანათლებლო სივრცეში შემოსვლა, გადაწყვეტილების, მიმღები რგოლი, ავტორიზაციის საბჭო, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ნიშნავს, ეუბნებოდა ან კის, ან არას. მხარდაჭერა სწორედ იმაში გამოიხატება, რომ ჩვენი მიზანი არ არის რაც შეიძლება მეტ დაწესებულებას ვუთხრათ არა. ჩვენი მიზანია უზრუნველვყოთ, რომ ამ დაწესებულებებმა მიაწოდონ ხარისხიანი განათლება მოსწავლეს და სტუდენტს. ახლა, გადაწყვეტილების მიღების დროსაც მოქნილია სისტემა და დათქმებით ანიჭებს ავტორიზაციას და აძლევს უმაღლესს ხარვეზების გამოსწორების შანსს. დაწესებულებას თუ აქვს შანსი, რომ ის იყოს სივრცეში, ეს პროცესიც არის მოქნილი როდესაც შემოდის სივრცეში ან გადის რეავტორიზაციას. ჩვენ დაიდენტიფიცირებული გვაქვს და უნივერსიტეტებსაც ვთხოვეთ ის პრობლემები გაგვაცნოს, რაშიც სჭირდება დაწესებულებას დახმარება. ამიტომ, მიზანმიმართულად, 2020 წელი, გარდა სხვა სიახლეებისა არის მხარდაჭერა. მაგრამ, თუ დაწესებულება მაინც ვერ წამოგვყვა ეს ნიშნავს შემდეგს, რომ ეს დაწესებულება ვერ უზრუნველყოფს ხარისხიანი განათლების მიცემას. აქ უკვე ხარისხის ცენტრი იქნება შეუვალი, ვინაიდან აქ საპირწონედ დგას ჩვენი მომავალი თაობის ინტერესი. ამიტომ, რადგან ხარისხის ცენტრს შეუძლია იდენტიფიცირება თუ რა პრობლემა აქვს უმაღლესს, ისიც უნდა წამოგვყვეს, კიარ დამალოთ თქვენი პრობლემა, მოდით და გვითხარით, რომ ჩვენ ხელი შეგიწყოთ. თუკი არ იტყვიან ჩვენ მხარდაჭერას ვერ განვახორციელებთ და შედეგი იქნებ აი ის, რაც ზემოთ ვახსენე“, – განაცხადა თამარ მახარაშვილმა.
როგორც ცენტრის ხელმძღვანელი ამბობს, შეხვედრები მოეწყობა პროფსასწავლებლებთანაც და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებთან. მისი თქმით, მიაღწევენ დაწესებულებებისგან პრობლემებზე ღიად საუბარს, რადგან მათთან მიმართებაში ცხადი მესიჯი გაკეთდა.
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება