აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე სტუმრად თსუ–ში
6 ოქტომბერს, 15:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე – ნიკა მელია ესტუმრა. შეხვედრას თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის დეკანი – ირაკლი ბურდული და ამავე ფაკულტეტის მე-3 და მე-4 კურსის სტუდენტები დაესწრნენ.
ნიკა მელია ბიუროს საქმიანობის, განხორციელებული რეფორმებისა და სამომავლო გეგმების შესახებ პრეზენტაცია გამართა. საუბარი შეეხო აღსრულების ეროვნულ ბიუროში სტაჟირებისა და პრაქტიკული სასწავლო კურსების გავლის წესებსაც.
შეხვედრა აღსრულების ეროვნულ ბიუროსა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის 2009 წელს გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში იმართება. მემორანდუმი თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისთვის „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ კანონში“ ლექციების ჩატარებას და სააღსრულებო ბიუროებში პრაქტიკული სასწავლო კურსის გავლას ითვალისწინებს.
მის: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, II კორპუსი, II სართული, აუდიტორია №219