აშშ-ს ინვესტორების უმაღლესი ჯილდოს მფლობელი, Angel ინვესტორი BTU-ში მასტერკლასის ჩატარებას გეგმავს
საქართველოში სტარტაპში ინვესტირების კულტურის გასაძლიერებლად, BTU-მ მსოფლიოს ყველაზე მაღალრეიტინგული უნივერსიტეტის, MIT-ს რეზიდენტი Angel ინვესტორის მასტერკლასი დაგეგმა.
BTU-ში არსებული გლობალური სტარტაპ ფონდის მიერ, 2021 წლის მაისში დაგეგმილი ღონისძიების ფორმატში, ჟან ჰამონი ქართველი ინვესტორებისთვის და სტარტაპებისთვის სპეციალურ მასტერკლასს გამართავს.
ჟან ჰამონი აქტიური Angel ინვესტორია, რომელიც აშშ-ს სტარტაპ ეკოსისტემის უმაღლესი ჯილდოს, Hans Severiens Award-ის მფლობელია. მისი დაფუძნებულია მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი აქსელერატორი LearnLaunch, Edinno, Quarry Technologies და AXON Networks. მისი, როგორც სერიული ანტრეპრენერის 20 წლიანი გამოცდილება მაღალტექნოლოგიურ სტარტაპებში ინვესტირებას, Launchpad Venture Group-ის და Hub Angels-ის წევრობას და სხვა მრავალ აქტივობას ითვლის.
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის MIT-ს სამეწარმეო ქსელში, Martin Trust Center-ში გაწევრიანების შემდეგ, მასტერკლასზე დასწრება თავისუფალი იქნება ყველა რეგისტრირებული სტარტაპისა და ინვესტორისთვის. მასტერკლასის თემა, ადრეულ ეტაპზე მყოფი სტარტაპების დაფინანსების ფორმები, მათი საერთაშორისო ბაზრებზე კომერციალიზაცია და განვითარებაა.
გლობალური სტარტაპ ფონდი BTU-ში დაფუძნებული ერთეულია, რომელიც ისრაელის სილიკონ ვადის Angel ინვესტორებთან პარტნიორობით დაფუძნდა. დღეს, ფონდი აერთიანებს ინვესტორებს აშშ-დან, ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან და ახლა უკვე საქართველოდანაც. ფონდის მხარდამჭერია საქართველოს ინოვაციებსა და ტექნოლოგიების სააგენტო. ფონდის პარტნიორია თიბისი სტარტაპერი, რომელმაც სტარტაპებისთვის ფინანსებთან წვდომის ხელშეწყობისთვის სპეციალური საინვესტიციო სესხი შექმნა.
- საერთაშორისო უსაფრთხოება და ტექნოლოგიები – უნიკალური სამაგისტრო პროგრამა რეგიონში by ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი - BTU
- DevOps სამაგისტრო პროგრამა BTU-ში რეგიონის მასშტაბით უნიკალურ პროგრამად რჩება by ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი - BTU
- ბიზნესის სამაგისტრო პროგრამა BTU-ში საუკეთესო მენეჯერად ჩამოყალიბებასა და საკუთარი ბიზნესის დაწყებაში დაგეხმარებათ by ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი - BTU