GE

ავტოსკოლის წარმომადგენელს, ყალბი მოწმობების დამზადების გამო, 3 წლიანი პატიმრობა ემუქრება

კახეთში ერთ-ერთი ავტოსკოლის წარმომადგენელს, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გასაღების გამო პატიმრობა ემუქრება. ინფორმაცია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა 4 ივნისს გაავრცელა.

გამოძიებით დადგინდა, რომ რეგიონში რეგისტრირებული ავტოსკოლის წარმომადგენელმა, თანხის სანაცვლოდ, დაამზადა და გაასაღა მართვის მოწმობის აღებისთვის საჭირო C კატეგორიის სასწავლო კურსის დამთავრების დამადასტურებელი ყალბი მოწმობები, ისე რომ ფაქტობრივად არ მოახდინა მოქალაქეების გადამზადება შესაბამისი სწავლების კურსის ფარგლებში.

გამოძიება  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით  3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური