GE

აწსუ-ის სტუდენტებისთვის ალაბამა-ბირმინგემის უნივერსიტეტის პროფესორმა საჯარო ლექციები ჩაატარა

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ინგლისური ფილოლოგიის დეპარტამენტში ორი კვირის განმავლობაში, ალაბამა-ბირმინგემის უნივერსიტეტის პროფესორმა ჯოზეფ ვუდმა ინგლისური ენა-ლიტერატურის სტუდენტენტებისთვის ჩაატარა ლექციები თემაზე: “Global Comedy: An Examination of Humor in Comparative Literature ”.

კურსი მიზნად ისახავდა კომედიური ფორმის მულტიკულტურულ შედარებას მსოფლიო ლიტერატურაში და მოიცავდა პერიოდს ანტიკური ლიტერატურიდან მეოცე საუკუნის ჩათვლით.

ლექციაზე დაისვა ისეთი საკითხები, როგორებიცაა:

  • კომედია კულტურული მოვლენაა თუ სოციალური;
  • დამოკიდებულია თუ არა ის მხოლოდ დროსა და ადგილზე;
  • არსებობს თუ არა რაიმე სახის მულტიკულტურული იუმორი, რომელიც საერთო და აღქმადია გლობალურ სივრცეში.

ეს იყო პროფესორ ჯოზეფ ვუდის მესამე ვიზიტი აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში.
სექტემბრიდან პროფესორი ჯოზეფ ვუდი ასოცირებულ პროფესორ ელისო ფანცხავასთან ერთად გაუძღვება ერთობლივ არჩევით კურსს (Comparative Global Epic: What Makes a Hero?) ქართველი და ამერიკელი სტუდენტებისთვის.

უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური