აწსუ-ის სტუდენტებმა საერთაშორისო კონკურსში „Digital Fashion“ გაიმარჯვეს
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის საინჟინრო ტექნოლოგიური ფაკულტეტის, დიზაინისა და ტექნოლოგიის დეპარტამენტის, მოდის დიზაინის პროგრამის მეორე და მესამე კურსის სტუდენტებმა კიევის დიზაინისა და ტექნოლოგიის ნაციონალური უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ 2024 წლის საერთაშორისო კონკურსში ,,Digital Fashion“ გაიმარჯვეს.
უნივერსიტეტის მიერ 4 ნოემბერს მოწოდებული ინფორმაციით, დიზაინისა და ტექნოლოგიის დეპარტამენტის მოდის დიზაინის პროგრამიდან გამარჯვებულთა შორის არიან: მესამე კურსის სტუდენტები ლიკა ლომიძე – III ადგილი ( კოსტიუმის დიზაინი) და ქრისტინე კაპანაძე – III ადგილი (ფეხსაცმლის დიზაინი).
კონკურსში მონაწილეობა მიიღეს: თეკლა გოგიშვილმა და ანი ობოლაძემ – მეორე კურსი; ლიკა ლომიძემ, ქრისტი კაპანაძემ ქეთი მამარდაშვილმა, მარი მიქაუტაძემ და მარიამ მახარაძემ- მესამე კურსი. სტუდენტების მხატვრული ხელმძღვანელი იყო ლელა კიკნაველიძე, ექნიკურ დახმარებას უწევდა გრაფიკული დიზაინერი და უნივერისტეტის სტუდენტი ლაზარე კალმახელიძე.
ეს არის ახალი ფორმატის კრეატიული საერთაშორისო კონკურსი ახალგაზრდა დიზაინერებისთვის. იგი ეძღვნება სტილისტური დიზაინის კომფორტული და ერგონომიული პროდუქტის შექმნას. კონკურსი აერთიანებს ასამდე მონაწილეს მრავალი ქვეყნის უნივერსიტეტებიდან. სტუდენტებმა შეასრულეს დავალება ონლაინ დიზაინის შესაქმნელად შემდეგი კომპიუტერული პროგრამების გამოყენებით: #AdobeIllustrator, #PhotoShop, #Clo3d, #MindCad, #Icad3D, #Shoemaster, #Vstitcher, #Blender. კონკურსი ჩატარდა ონლაინ, Zoom-ის პლატფორმის გამოყენებით. საკონკურსო ნამუშევრები შეფასდა მაღალკვალიფიციური საერთაშორისო ჟიურის მიერ.
- აწსუ-ის 4 კურსდამთავრებული 100%-იანი დაფინანსებით სწავლას სამხრეთ უელსის უნივერსიტეტში აგრძელებს by აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი
- მეცნიერების საერთაშორისო დღის აღსანიშნავად აწსუ-ში კვირეული გაიმართა by აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი
- აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი გინესის რეკორდსმენია by აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი