აწსუ-ში ფრანკოფონიის კვირეული საზეიმოდ დაიხურა
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფრანკოფონიის კვირეული საზეიმოდ დაიხურა.
ღონისძიებას უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე ეკატერინე გაჩეჩილაძე, საფრანგეთის საელჩოს, ფრანგული ინსტიტუტის წარმომადგენლები, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ადმინისტრაცია, ფრანგული ენისა და ლიტერატურის მიმართულების წარმომადგენლები, სტუდენტები, სკოლის მოსწავლეები და პედაგოგები დაესწრნენ.
ფრანგული ენის კონკურსში გამარჯვებულ სტუდენტებსა და საჯარო სკოლის მოსწავლეებს სიგელები გადაეცათ. ასევე, ჩატარდა პრეზენტაცია ფრანგული ინსტიტუტის საქმიანობასა და გაცვლით პროგრამებზე.
ფრანკოფონიის კვირეული, რომელიც მთელს მსოფლიოში აღინიშნება, 19 მარტიდან 25 მარტის ჩათვლით მიმდინარეობდა. აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი ფრანკოფონიის დღეების აღნიშვნას ყოველწლიურად უერთდება.
-
სტუდენტთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში კვირეული გაიმართა
by აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
მეცნიერების საერთაშორისო დღის აღსანიშნავად აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში კვირეული გაიმართა
by აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის საინჟინრო-ტექნიკური ფაკულტეტის სტუდენტების გამოგონება – „ჭკვიანი სახლი“
by აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი