GE

აწსუ-ში სამეცნიერო კონფერენცია და ტარიელ ფუტკარაძისადმი მიძღვნილი ფილმის ჩვენება გაიმართა

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესორ ტარიელ ფუტკარაძის სახელობის ქართველოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრისა და ქართული ფილოლოგიის დეპარტამენტის ქართული ენის მიმართულების ორგანიზებით ჩატარდა სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია, რომელიც მიმდინარე წლის აგვისტოში ტაო-კლარჯეთში მოწყობილი სტუდენტთა დიალექტოლოგიური პრაქტიკა-ექსპედიციის შედეგებს მიეძღვნა.

სტუდენტებმა წარმოადგინეს ექსპედიციის მასალების მიხედვით მომზადებული მოხსენებები.

კონფერენციის ფარგლებში პროფესორ ტარიელ ფუტკარაძის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი მხატვრულ-დოკუმენტური ფილმის „სამყარო აჭარიდან შევიცანი“ და სიუჟეტის „სხვა ეტაპზეც შევხვდებით“ ჩვენება გაიმართა.

ტაო-კლარჯეთის ექსპედიციებს საფუძველი ჩაუყარა ჩვენი უნივერსიტეტის პროფესორმა ტარიელ ფუტკარაძემ – ცნობილმა მეცნიერმა და საზოგადო მოღვაწემ. 2006 წლიდან ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტები აქტიურად მონაწილეობენ დიალექტოლოგიურ პრაქტიკა-ექსპედიციებში, რომლის მიზანია თურქეთის მოქალაქე ავტოქთონი ქართველების მეტყველების, მათი ეთნოგრაფიული ყოფისა და ენობრივ-კულტურული მემკვიდრეობის ამსახველი მასალის შეკრება და მათი შესწავლა.

ღონისძიებას უნივერსიტეტისა და ფაკულტეტის ადმინისტრაცია, ოჯახის წევრები, მეგობრები, კოლეგები, საზოგადო მოღვაწეები და სტუდენტები დაესწრნენ.

უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური
aris.ge-adm