GE

აწსუ-ში სოფო სოფრომაძის სახელობის ფონდის სტიპენდიანტი გამოვლინდა

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში სოფო სოფრომაძის სახელობის სტიპენდიის მეხუთე სტიპენდიანტი გამოვლინდა. მე-5 სემესტრის შედეგებისა და აკადემიური მიღწევების გათვალისწინებით, სტიპენდია ბიზნესის, სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამართლის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი ნია ნიშნიანიძე გახდა.

„აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სამართლისა და სოციალური მეცნიერების ფაკულტეტზე 2019 წელს ჩავაბარე. ზოგადად, ბავშვობიდანვე მაშინ, როდესაც ვერც კი ვიაზრებდი როგორ დიდ პასუხისმგებლობასთან იყო დაკავშირებული სამართლის სფერო, საადვოკატო საქმიანობის დაწყება მსურდა ადამიანთა უფლებების დასაცავად. გარკვეული დროის გასვლის შემდეგ, შევეცადე ჩემი ბავშვური სურვილი გააზრებულ რეალობად მექცია.

ძალიან მაინტერესებს სისხლის სამართალი და მომავალში ჩემი ძირითადი საქმიანობა წარმომდგენია სწორედ ამ მიმართულებით. ამჟამად, პარარელურად ვსწავლობ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული განათლების ცენტრის ქუთაისის ფილიალში “შემფასებლის “ დამამათავრებელ კურსზე და აგრეთვე ვმუშაობ კლინიკა “უნიქალმედიში” უმცროს იურისტად. მინდა აღვნიშნო , რომ სწორედ კლინიკის ხელმძღვანელობის დამსახურებაა სწავლისა და მუშაობის ერთმანეთთან შეთავსება და უნივერსიტეტში ჩაბარებიდან დღემდე ჩემი სტიპენდიანტობა.

ჩემთვის დიდი პატივია, რომ მე-5 სემესტრის შედეგებით სწორედ მე გავხდი აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტის წარჩინებული სტუდენტის სოფო სოფრომაძის სახელობის ფონდის სტიპენდიანტი, რაც უფრო მეტ ვალდებულებასა და პასუხისმგებლობას მაკისრებს უპირველს ყოვილსა ფონდის დამფუძნებლებისა და გულშემატკივრების წინაშე. მადლობა მინდა გადავუხადო წერეთლის უნივერსიტეტის ხელმძღვანელობასა და ფონდის დაამაარსებლებს, ჩემი სწავლისა და მონდომების დაფასებისთვის.

ვიმედოვნებ, რომ ჩემი და ფონდის ურთიერთობა გაგრძელდება და მექნება შესაძლებლობა მცირედი წვლილი შევიტანო მის განვითარებაში”, – ამბობს ნია ნიშნიანიძე.

სოფო სოფრომაძე აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის, სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის კურსდამთავრებული იყო, რომელიც 2018 წლის აპრილში დაიღუპა. სოფოს მეგობრებმა მისივე სახელობის ფონდი დაარსეს.

შეგახსენებთ, სტიპენდიის გაცემა ხორციელდება ააიპ სოფო სოფრომაძის (ს/კ 412742206) ანგარიშიდან. ფონდი თავის საქმიანობას ახორციელებს შემოწირულობების საფუძველზე. დაფინანსება და თანხის სტიპენდიისთვის მობილიზება ხორციელდება ფონდის ერთგული გულშემატკივრებისა და სოფოს ოჯახის, მეგობრების, კოლეგების მხარდაჭერით.

საბანკო რეკვიზიტები:
მიმღები: ააიპ სოფო სოფრომაძის სახელობის ფონდი
საქართველოს ბანკი
GE06BG0000000103326557

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური