როგორ და რა პრინციპით შემოწმდება აჭარაში განათლების სამინისტროზე დაქვემდებარებული უწყებები – მინისტრის ბრძანება
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ხელმოწერით დამტკიცდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის – შიდა აუდიტისა და ინსპექტირების დეპარტამენტის დებულება.
როგორც 24 აპრილს ხელმოწერილ ბრძანებაში ვკიტხულობთ, დეპარტამენტი არის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი, ფუნქციურად დამოუკიდებელია თავის საქმიანობაში, თუმცა ანგარიშვალდებულია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის წინაშე.
დეპარტამენტს უფლება აქვს, რომ შიდა აუდიტორული შემოწმება განახორციელოს არაერთ უწყებაში: სამინისტროს სისტემაში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფები, საქვეუწყებო დაწესებულებები, ტერიტორიული ორგანოები – რესურსცენტრები, სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ-ები და ა(ა)იპ-ები.
შეეძლება ჩაატაროს შემდეგი სახის აუდიტი: სისტემური აუდიტი, შესაბამისობის აუდიტი, ეფექტიანობის აუდიტი, ფინანსური აუდიტი და ინფორმაციული ტექნოლოგიების აუდიტი.
შიდა აუდიტისა და ინსპექტირების დეპარტამენტის უფლება-მოვალეობების, შემოწმების პრინციპისა და წესის შესახებ დეტალური ინფორმაცია აღწერილია დამტკიცებულ დებულებაში.
-
ქვედაკაბა მუხლამდე და გრძელი, შარვალი და პიჯაკი – ცნობილია, როგორი იქნება სასკოლო ფორმები ახალი სასწავლო წლიდან (ესკიზები)
by ARIS.GE-განათლება
-
„არ ეჩვენებინოთ პროგრამა, სტანდარტი, რომლის საფუძველზეც სახელმძღვანელოები იწერება, ეს აქამდე არავის უკადრია“
by ARIS.GE-განათლება
-
გაურკვევლობა და პრობლემები სასკოლო სახელმძღვანელოების გარშემო – „მსგავსი ქაოსი არ მახსენდება“
by ARIS.GE-განათლება