აწსუ-ის პროფესორი რუსუდან საღინაძე ქართული ენის დაცვა-განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის დაჯილდოვდა
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართული ფილოლოგიის დეპარტამენტის პროფესორი, ფილოლოგიის დოქტორი, რუსუდან საღინაძე ქართული ენის დაცვა-განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის დაჯილდოვდა.
შესაბამისი სიგელი მას საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ორგანიზებით გამართულ ქართული ენის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე გადაეცა.
ქართული ენის დაცვა-განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მეცნიერები – ფილოლოგები, ენათმეცნიერები საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ და ფონდის გენერალურმა დირექტორმა დააჯილდოვა.
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი ულოცავს ქალბატონ რუსუდანს ამ აღიარებას.
-
როგორ აღინიშნა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის 93 წლის იუბილე
by აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
აწსუ-ში იმიტირებული სასამართლო პროცესის ეროვნული შეჯიბრი სისხლის სამართალში ჩატარდა
by აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
სტუდენტთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში კვირეული გაიმართა
by აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი