სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტში წიგნის პრეზენტაცია გაიმართა
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტში, საბაუნის ასისტენტ-პროფესორისა და ფილოლოგიის დოქტორის, ანა გოგილაშვილის წიგნის – „გურამ გეგეშიძის მხატვრული პროზა“, პრეზენტაცია გაიმართა.
მონოგრაფია შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2023 წლის სახელმწიფო საგამომცემლო საგრანტო კონკურსის გამარჯვებული გახდა და წიგნიც სწორედ აღნიშნული ფონდის დაფინანსებით გამოიცა.
“გურამ გეგეშიძე ერთ-ერთი გამორჩეული, თუმცა ფართო საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობილი ავტორია. მისი პირველი მოთხრობა 1957 წელს დაიბეჭდა და კრიტიკოსთა მყისიერი ყურადღება და კეთილგანწყობა დაიმსახურა. ლიტერატურის მკვლევრები სამართლიანად აღნიშნავენ, რომ გურამ გეგეშიძე არის მწერალი, რომელმაც, მთელი თავისი ინტელექტი და შემოქმედებითი უნარი სამშობლოს სამსახურში ჩააყენა” – ანა გოგილაშვილი.
პრეზენტაციაზე ერთ-ერთი მომხსენებელი მწერალ გურამ გეგეშიძის ვაჟი, ისტორიკოსი მიხა გეგეშიძე იყო.
- სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი სასწავლო პროცესს დროებით აჩერებს by სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი
- „თქვენ ყველაფერი შეგიძლიათ!“ – სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის სტუდენტებს სტიპენდიები გადაეცათ by სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი
- საბაუნის ინგლისური ფილოლოგიის პროგრამის სტუდენტები National Geographic Learning-ის კონფერენციაზე by სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი