GE

სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის საგაზაფხულო სემესტრის სტიპენდიატები ცნობილია

სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი სტუდენტების სწავლის, ასევე მათი მხრიდან სხვადასხვა აქტივობებში მონაწილეობის წახალისების მიზნით, უნივერსიტეტის მიერ დადგენილი წესების შესაბამისად, გასცემს სტიპენდიებს სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის სტუდენტებზე.

სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტში მოქმედებს რამდენიმე სახის სტიპენდია:

  • სულხან-საბა ორბელიანის სახელობითი სტიპენდია, რომელსაც იღებს ფაკულტეტზე თითო, ყველაზე მაღალი რეიტინგის მქონე სტუდენტი.
  • ფაკულტეტის სტიპენდია, რომელიც გაიცემა რეიტინგული სიის მიხედვით სულხან-საბა ორბელიანის სახელობის სტიპენდიის შემდეგ ადგილებზე მყოფ სტუდენტებზე (გარდა ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტისა).
  • ბაზის ბანკის სტიპენდია, რომელიც ექსკლუზიურად სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის 2014-2015 სასწავლო წლიდან გაიცემა ბაზის ბანკის სახელობის სტიპენდია, რომელსაც იღებს ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტი (რეიტინგული სიიდან).

საბაუნის 2023-2024 სასწავლო წლის საგაზაფხულო სემესტრის სტიპენდიატები გამოვლინდნენ.

სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი:

ნათია ლეკიაშვილი – სოციოლოგიის საბაკალავრო პროგრამა (ფაკულტეტის სტიპენდია)
სალომე ტვილდიანი – პოლიტიკის მეცნიერების საბაკალავრო პროგრამა (სულხან-საბა ორბელიანის სახელობის სტიპენდია)

სამართლის ფაკულტეტი:

გიულჩინ ახმედოვა – სამართლის სამაგისტრო პროგრამა (ფაკულტეტის სტიპენდია)
ნინო მესხი – სამართლის სამაგისტრო პროგრამა (სულხან-საბა ორბელიანის სახელობის სტიპენდია)
მარიამ კვასტიანი – სამართლის საბაკალავრო პროგრამა (ფაკულტეტის სტიპენდია)

ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტი:

თამუნა თექთუმანიძე – ტურიზმის საბაკალავრო პროგრამა (ბაზისბანკის სტიპენდია)
ბელა ჭკადუა – ტურიზმის საბაკალავრო პროგრამა (ბაზისბანკის სტიპენდია)
ნინო ქიმაძე – ტურიზმის საბაკალავრო პროგრამა (ბაზისბანკის სტიპენდია)
მარიამ ნოზაძე – ტურიზმის საბაკალავრო პროგრამა (ბაზისბანკის სტიპენდია)
ეკატერინე ღუდუშაური – ტურიზმის საბაკალავრო პროგრამა (ბაზისბანკის სტიპენდია)

თეოლოგიის ფაკულტეტი:

ზაქარია ზაქროშვილი – თეოლოგიის საბაკალავრო პროგრამა (ფაკულტეტის სტიპენდია)
დავით ბარბაქაძე – თეოლოგიის საბაკალავრო პროგრამა (სულხან-საბა ორბელიანის სახელობის სტიპენდია)

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური