აწსუ-ში ,,ვეფხისტყაონის” საჯარო კითხვა დამოუკიდებლობის დღეს მიეძღვნა

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში ,,ვეფხისტყაოსნის” საჯარო კითხვა გაიმართა. ღონისძიება საქართველოს დამოუკიდებლობის დღესა და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის 90 წლის იუბილეს მიეძღვნა.
მასში მონაწილეობა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა შალვა კირთაძემ, რექტორის მოადგილემ ეკატერინე გაჩეჩილაძემ, ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლებმა, პროფესორ-მასწავლებლებმა, სტუდენტებმა და სკოლის მოსწავლეებმა მიიღეს.
ღონისძიებაზე საქართველოს სახელმწიფო ენის დღისადმი მიძღვნილი მოსწავლეთა ონლაინვიქტორინისა და სტუდენტთა კონკურსის ,,ვინ უკეთ წერს” გამარჯვებულები და მონაწილეები დააჯილდოვეს. ასევე მოეწყო კალიგრაფ ფიქრია ჭაბუკიანის ნამუშევრების – შოთა რუსთაველის ,,ვეფხისტყაოსნის” აფორიზმები – გამოფენა.
,,ვეფხისტყაოსნის” საჯარო კითხვა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში 15 წელია ტარდება. ორგანიზატრები არიან ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, ქართული ფილოლოგიის დეპარტამენტი, ქართული ენის მიმართულებასთან არსებული სტუდენტთა საენათმეცნიერო წრე.
-
„ჭკვიანი სახლი, დრონი და სახანძრო სისტემა, რომელიც 112-ს თავად უკავშირდება“ – აწსუ-ის სტუდენტის რეალობად ქცეული პროექტები by აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
აწსუ-ის სპორტსმენმა სტუდენტებმა ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატებზე წარმატებით იასპარეზეს by აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს ბრიტანეთის ელჩი სტუმრობდა by აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი