GE

ახალციხის 1-ელ საჯარო სკოლაში კორონავირუსი მოსწავლეს დაუდასტურდა

ახალციხის 1-ელ საჯარო სკოლაში კორონავირუსი მე-9კლასელ მოსწავლეს დაუდასტურდა, რის გამოც სკოლამ ადგილობრივ რესურსცენტრს დისტანციურ სწავლებაზე გადასვლის მოთხოვნით მიმართა.

„დღეს დაუდასტურდა მოსწავლეს, ახლა რესურსცენტრს უნდა მივმართოთ. გვინდა რომ მე-5 კლასიდან ზევით ყველა კლასი გადავიდეს ონლაინ სწავლებაზე. ინფიცირებულ მოსწავლეს დაწყებითებთან შეხება არ ჰქონია“, – განაცხადა  სკოლის დირექტორმა ჟუჟუნა გოგოლაურმა.

კორონავირუსის გამო დისტანციურ სწავლებაზე ახალციხეში მე-2 და მე-5 საჯარო სკოლებიც არიან გადასულები.

წყარო: „სამხრეთის კარიბჭე“

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური