GE

„ახალი ქართული სკოლა“ – ადგილი, სადაც თავისუფალ და დამოუკიდებელ აზროვნებას ასწავლიან

ადგილი, სადაც სწავლის ხარისხს მუდმივად აკონტროლებენ, სადაც მაქსიმალურად ცდილობენ, თითოეულ მოსწავლეს ინდივიდუალური უნარ-ჩვევების განვითარებასა და წარმოჩენაში დაეხმარონ „ახალი ქართული სკოლაა“. როგორც სკოლის დირექტორი მადონა ლანჩავა, EDU.ARIS.GE – სთან საუბრისას აღნიშნავს, სკოლის მთავარი მიზანია, მოსწავლეებს დამოუკიდებელი აზროვნების უნარი ჩამოუყალიბოს, ეროვნულ სასწავლო პროგრამასთან ერთად კი, დამატებითი განთლება და უნარები განუვითაროს, რასაც მოსწავლეთა მცირე რაოდენობიდან გამომდინარე თავს წარმატებით ართმევენ.

ინფორმაცია სკოლის შესახებ, ადგილმდებარეობა, საკონტაქტო ინფორმაცია

სწავლის ღირებულება “ახალ ქართულ სკოლაში”

რით განსხვავდება „ახალი ქართული სკოლა“ სხვა კერძო სკოლებისგან?

მადონა ლანჩავა: ძირითადი ყურადღება ბავშვების ინდივიდუალურ მიდგომაზე გვაქვს გაკეთებული. მაქსიმალურად ვცდილობთ, თითოეული მოსწავლის ნიჭი გამოვავლინოთ და შემდგომ მის განვითარებას შევუწყოთ ხელი. არ აქვს მნიშვნელობა, რა ტიპის ნიჭი აქვს ბავშვს, ვცდილობთ, წავახალისოთ ისინი, რათა მათთან ერთად, სხვა მოსწავლეებსაც მეტი მოტივაცია გავუჩინოთ.

მაგალითისთვის შემიძლია გითხრათ, რომ გვყავს სპორტსმენი მოსწავლე, რომელიც ფარიკაობს, საზღვარგარეთ მოგზაურობს და ხშირად იგებს შეჯიბრებებს. ჩვენ ვცდილობთ, მის შესახებ ინფორმაცია სხვა სკოლის მოსწავლეებსაც მივაწოდოთ, რაც თავის მხრივ აღნიშნული სპორტის სახეობის პოპულარიზაციასაც ისახავს მიზნად. ასევე გაგვიკეთებია პერსონალური გამოფენები იმ

მადონა ლანჩავა, სკოლის დირექტორი

მადონა ლანჩავა, სკოლის დირექტორი

მოსწავლებისთვის, რომლებიც კარგად ხატავდნენ. ამ ყველაფრის შესაძლებლობას ჩვენი მცირე კონტინენტი გვაძლევს, რადგან ახალი გახსნილები ვართ, დიდი რაოდენობის ბავშვები არ გვყავს და არსებულ მოსწავლეებს მაქსიმალურ ყურადღებას ვუთმობთ. დიდი სურვილი გვაქვს, ეს მიდგომა მომავალშიც შევინარჩუნოთ.

ამასთან, ხშირად ვდგამთ სასკოლო სპექტაკლებს, როგორც ქართულ, ისე ინგლისურ ენებზე. ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით დადგმული გვქონდა მცირე საქველმოქმედო კონცერტიც. მსგავის ტიპის აქტივობები ხელს უწყობს მოსწავლეების ინდივიდუალური უნარ-ჩვევების განვითარებასა და ჩამოყალიბებას, რაც თავის მხრივ ძალზედ მნიშვნელოვანია, მომავალში მათი წარმატებისთვის.

გართობა:
შიდა სასკოლო ტურნირები, პერსონალური გამოფენები, ქართული და ინგლისურენოვანი სპექტაკლები, საქველმოქმედო კონცერტები.


როგორ აკონტროლებს სკოლა სწავლის ხარისხის დონეს ?

მ.ლ.: სწავლის ხარისხის გაკონტროლების მიზნით, მონიტორინგს სასწავლო ნაწილი ახორციელებს. იგი სისტემატურად ესწრება საგაკვეთილო პროცესს. როგორც სკოლის დირექტორი, ხშირად გაკვეთილებს მეც ვესწრები. გარდა ამისა სკოლას აქვს მასწავლებელთა შიდა შეფასების სისტემა, რაც ასევე მნიშვნელოვან როლს ასრულებს სწავლის დონის გაკონტროლებაში.

აღნიშნულ საკითხში დიდ როლს თამაშობს, განათლების სამინისტროს მიერ ჩატარებული ოლიმპიადები. ჩვენი მოსწავლეები მეორე კლასიდან სისტემატურად გადიან ქართული ენის, მათემატიკისა და უცხო ენების ოლიმპიადებზე და სხვადასხვა დონის წარმატებებს აღწევენ. რაც უკვე ჩვენი მასწავლებლების მუშაობის შედეგია.

 


რაც შეეხება საზაფხულო სკოლას, რატომ ჩათვალეთ მისი გახსნა საჭიროდ და ამ პერიოდის განმავლობაში რა აქტივობებით არიან მოსწავლეები დაკავებულნი?

მ.ლ.: საზაფულო სკოლის მოდელი წინა წელს გავაკეთეთ, იმ მოსწავლეებისთვის, რომელთა მშობლები ზაფხულის პერიოდში ბავშვი ქალაქგარეთ ვერ გაყავთ. საზაფხულო სკოლა კარგი ალტერნატივა აღმოჩნდა ისეთი მშობლებისთვის, რომლებიც ზაფხულის პერიოდშიც მუშაობენ. წინა წელთან შედარებით, მშობლები უკვე გვეხმიანებიან ინფორმაციის გასაგებად შესაბამისად, სკოლა ამ ზაფხულსაც იფუნქციონირებს.

მნიშვნელოვანია, რომ ზაფხულის სკოლაში, „ახალი ქართული სკოლის“ მოსწავლეებთან ერთად სხვა სკოლის მოსწავლეებიც მოდიან. ბავშვები დილის 9 საათიდან, საღამოს 5 საათამდე არიან სკოლაში. ამ დროის განმავლობაში სხვადასხვა აქტივობები გვაქვს, მათ შორის ინგლისური ენის შესწავლა, კითხვის საათი, რომელიც ნაწარმოებების წაკითხვას შემდგომ მის გარჩევას გულისხმობს. ამ დროს ბავშვები, წაკითულთან დაკავშირებით თავიანთი აზრს და შეხედულებებს გამოთქვამენ, რაც მათი გონებრივი განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

ამასთან, ვაკეთებინებთ, არდადაგების პერიოდში მოსამზადებელ დავალებებს. თუმცა ზაფხულის განმავლობაშვი მეცადინეობით ნაკლებად ვტვირთავთ მოსწავლეებს. ვცდილობთ, მაქსიმალური აქცენტი, სხვადასხვა სახის სპორტულ თუ გასართობ აქტივობებზე გავაკეთოთ.

ეს საინტერესოა!
„ახალი ქართული სკოლა“ I კლასიდან მოსწავლეებს სთავაზობს:
• ჭადრაკის წრეს;
• სამაგიდო ჩოგბურთს:
• მეტყველების გაკვეთილებს;
• უცხო ენებს: რუსული/ინგლისური;
• ხალხურ სიმღერებს;
• ქართული ცეკვას;

 

მეტი ინფორმაცია “ახალი ქართული სკოლის” შესახებ

(R)

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური
aris.ge-adm