რომელი სკოლების რეაბილიტაციისთვის გამოიყო დამატებით 80 მილიონი ლარი პრემიერ-მინისტრის დავალებით – განკარგულება
საქართველოს მთავრობის განკარგულებით, რომელსაც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 15 მაისს მოაწერა ხელი, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ნაწილობრივი რეაბილიტაციისთვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, დამატებით 80 მლნ ლარი გამოიყოფა.
ასეთი საჭიროებისა და გადაწყვეტილების შესახებ EDU.ARIS.GE უკვე წერდა.
განკარგულების საფუძველზე, ფინანსთა სამინისტროს დაევალა საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდი 80 000 000 ლარით გაზარდოს, სანაცვლოდ კი საჯარო სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციის ქვეპროგრამის ასიგნებები შეამციროს.
“ცნობად იქნეს მიღებული, რომ საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრომ დააყენა საკითხი, მუნიციპალიტეტების მიერ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ნაწილობრივი რეაბილიტაციის უზრუნველყოფის მიზნით, მისთვის დამატებით 80 000 000 (ოთხმოცი მილიონი) ლარის გამოყოფის თაობაზე.
დაევალოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს:
ა) „საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის 80 000 000 (ოთხმოცი მილიონი) ლარით გაზრდა, საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს „საჯარო სკოლების მშეწებლობა-რეაბილიტაციის“ ქვეპროგრამის ასიგნებების შემცირების ნარჯზე;
ბ) „საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესანებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან საქართველოს რეგიონული განვითარების სამიწისტროსთვის 80 000 000 (ოთხმოცი მილიონი) ლარის გამოყოფა, მუნიციპალიტეტების მიერ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ნაწილობრივი რეაბილიტაციის უზრუნველყოფის მიზნით”.
-
ახალი სქემა ამოქმედებას იწყებს – უფროსმა მასწავლებელმა წამყვანის სტატუსის მოსაპოვებლად 22 სექტემბერი არ უნდა გამოტოვოს
by ARIS.GE-განათლება
-
„დაუშვებელია შორტი, ბრიჯი, გამჭვირვალე სამოსი“ – გაფრთხილება სკოლებიდან იმ მშობლებს, რომელთა შვილების კლასებშიც ფორმა ჯერ არ არის
by ARIS.GE-განათლება
-
ახალი საათობრივი ბადე და განათლების სამინისტროს მითითებები სკოლებს – ორი დოკუმენტი
by ARIS.GE-განათლება