15 სექტემბერს სასკოლო ფორმებით მხოლოდ პირველკლასელები იქნებიან უზრუნველყოფილი – რას ამბობს განათლების მინისტრი
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ახალი სასწავლო წლის დაწყებისთვის სკოლებში სასკოლო ფორმების მეექვსე კლასის ჩათვლით შეტანას ვერ ასწრებს.
“ჩვენი მოლოდინია, რომ 15 სექტემბერს ყველა პირველკლასელი იქნება უზრუნველყოფილი სასკოლო ფორმებით, ხოლო პირველი სემესტრის განმავლობაში მეორე, მესამე, მეოთხე, მეხუთე და მეექვსე კლასელები”, – ამის შესახებ განათლების მინისტრმა დღეს, 28 მაისს, პარლამენტში განაცხადა.
მიზეზად გივი მიქანაძე სასკოლო ფორმების შემადგენელი ერთეულების დიდ რაოდენობას ასახელებს:
განათლების მინისტრი პარლამენტში ოპოზიციის 44 კითხვას პასუხობს – გივი მიქანაძის ინტერპელაცია (ვიდეო)
“სამწუხაროდ, ბაზრის კვლევისას გამოვლენილმა კომპანიებმა ვერ დააკმაყოფილეს მოთხოვნები, რის გამოც პროცესი შეწყდა და ბაზრის კვლევა განმეორებით გამოცხადდა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ბაზრის კვლევის დაზუსტების პროცედურები და იმედი გვაქვს, უახლოეს პერიოდში იქნება გამოვლენილი გამარჯვებული კომპანია… იქიდან გამომდინარე, რომ საუბარი გვაქვს საკმაოდ დიდ მოცულობაზე 1 მილიონ 800 000 ტანსაცმლის ერთეულის შესყიდვასა და მოწოდებაზე ეს პროცესი დაიგეგმა ეტაპობრივად”, – განაცხადა გივი მიქანაძემ პარლამენტში, ინტერპელაციის წესით მოსმენის ფარგლებში დასმული კითხვის პასუხად.
როგორც გივი მიქანაძე განმარტავს, სასკოლო ფორმა სავალდებულო სხვა კლასებისთვისაც გახდება და კლასების მატებას ყოველწლიურად განახორციელებენ.
“მივიღეთ გადაწყვეტილება, ყოველწლიურად თითო კლასი დავამატოთ”, – თქვა განათლების მინისტრმა.
ამავე თემაზე:
განათლების სამინისტრო სასკოლო ფორმას 50 ლარად იყიდის და მშობლებს 100-150 ლარად შესთავაზებს?
-
როგორ შევცვალოთ ფაკულტეტების რეიტინგული სია – დეტალური ინსტრუქცია 2026 წლის აბიტურიენტებს
by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე
-
7 აბიტურიენტს აპელაციის შემდეგ ქულა დააკლდა – ცნობილია, რამდენს მოემატა ქულები საგნების მიხედვით
by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე
-
ცნობილია, რომელ საგანში რომელი ვარიანტი გამოცხადდა რთულად – გათანაბრებული ქულების ცხრილი 2026 აბიტურინტებისთვის
by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე
