CIU-ს ვიცე-რექტორი და სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი აშშ-ში მიმდინარე NAFSA 2026-ში მონაწილეობენ
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი თამარ ინასარიძე და სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ეკატერინე ჭალაგანიძე მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ საერთაშორისო საგანმანათლებლო გამოფენაში – NAFSA 2026 მონაწილეობენ, რომელიც 26-29 მაისს, ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ ორლანდოში (ფლორიდის შტატი) იმართება.
უნივერსიტეტის მიერ 28 მაისს გამოქვეყნებული ინფორმაციით, NAFSA 2026 მსოფლიოს მასშტაბით 100-ზე მეტი ქვეყნის 10 000-მდე დელეგატს აერთიანებს და საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებას ემსახურება. NAFSA არის უნიკალური ადგილი, სადაც უნივერსიტეტს საკუთარი ცნობადობის გაზრდის და მსოფლიოს სხვადასხვა ინსტიტუციასთან თანამშრომლობის გაფართოების იდეალური შესაძლებლობა ეძლევა.
გამოფენის ფარგლებში CIU-ს წარმომადგენლები მონაწილე უნივერსიტეტებთან საპარტნიორო ურთიერთობებისა და სამომავლო თანამშრომლობის განვითარების მიზნით შეხვედრებს მართავენ. ევროპულ უნივერსიტეტებთან შეხვედრები მიზნად ისახავს გაცვლითი პროგრამების ინიცირებას, აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების მობილობის ხელშეწყობას, ხოლო საერთაშორისო სტუდენტებისთვის – უნივერსიტეტის ინგლისურენოვანი პროგრამების შესახებ ინფორმირებულობის გაზრდას.
აღსანიშნავია, რომ CIU-ს წარმომადგენლების ვიზიტი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სრული მხარდაჭერით ხორციელდება.
-
CIU-ს აკადემიური დელეგაცია პოლონეთში სამეცნიერო ვიზიტით იმყოფებოდა
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
სამეცნიერო-შემეცნებითი ფილმების ციკლის – „ქართული ორიგინალური დრამატურგიის ასწლეული“ პრეზენტაცია
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
CIU-ში, საგანმანათლებლო კვირეულის – „AI ეკოსისტემა: ცოდნიდან ინოვაციამდე“ ფარგლებში, ვორკშოპი გაიმართა
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი