GE

ალტე უნივერსიტეტი WSU ასოცირებულ პროფესორს, დიპრა ჯას უმასპინძლებს

3 ივნისს, ალტე უნივერსიტეტი ვაშინგტონის სახელმწიფო უნივერსიტეტის (WSU) ასოცირებულ პროფესორსა და სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიის საერთაშორისო ექსპერტს – დიპრა ჯას უმასპინძლებს.

ვიზიტის ფარგლებში გაიმართება ღია სემინარი თემაზე: “Current Trends and Challenges in Tourism and Hospitality”

სემინარის ფარგლებში განხილული იქნება თანამედროვე ტურიზმისა და სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიის წინაშე არსებული გლობალური გამოწვევები, მომხმარებელთა ცვალებადი ქცევები და მოთხოვნები, ასევე სექტორის განვითარების თანამედროვე ტენდენციები და პერსპექტივები.

დიპრა ჯა Washington State University-ის ასოცირებული პროფესორია და სტუმარ-მასპინძლობის ბიზნესის მართვის, მარკეტინგისა და საერთაშორისო ბიზნესის მიმართულებებით დარგის აღიარებული პროფესიონალი.

2023 წელს International Hospitality Institute-მა იგი აშშ-ის სტუმარ-მასპინძლობისა და ტურიზმის სფეროს 100 ყველაზე გავლენიან ადამიანს შორის დაასახელა. დიპრა ჯა ასევე Fulbright პროგრამის სპეციალისტია და აქტიურად თანამშრომლობს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის სახელმწიფო და კერძო სექტორის ორგანიზაციებთან ტურიზმის, სტუმარმასპინძლობისა და საერთაშორისო განათლების მიმართულებით.

სემინარზე დასწრება თავისუფალია, თუმცა აუცილებელია წინასწარი რეგისტრაცია მითითებულ ბმულზე.

ღონისძიების თარიღი: 3 ივნისი, 12:30

უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური