ცნობილია, როდის დაიწყება სტუდენტთა საგრანტო კონკურსზე რეგისტრაცია – ვადები და პირობები
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის (NAEC) მიერ დღეს, 27 მაისს გამოქვეყნებული ინფორმაციით, 2026 წლის სტუდენტთა საგრანტო კონკურსისთვის რეგისტრაციას 28 მაისს, 10:00 საათზე დაიწყება.
NAEC-ის ცნობით, სტუდენტებს რეგისტრაციის გავლა ელექტრონულად ცენტრის ვებგვერდზე 8 ივნისის 18:00 საათამდე შეეძლებათ. სავალდებულოა, კონკურსში მონაწილემ 5 ივნისის 18:00 საათამდე გადაიხადოს საგრანტო კონკურსში მონაწილეობის საფასური (10 ლარი) და 8 ივნისის 18:00 საათამდე დაასრულოს რეგისტრაცია.
სტუდენტთა საგრანტო კონკურსის ფარგლებში ბაკალავრიატის სტუდენტებს სახელმწიფო გრანტის მოპოვების ან გაუმჯობესების შესაძლებლობა ეძლევათ. კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ 2025 წლის 17 დეკემბრამდე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ სტუდენტებს, რომლებმაც სრული ან ნაწილობრივი სახელმწიფო სასწავლო გრანტი ვერ მოიპოვეს.
თუ სტუდენტმა კონკურსის შედეგად ვერ გაიუმჯობესა დაფინანსება, მას უნარჩუნდება მანამდე მოპოვებული გრანტი და სტუდენტთა საგრანტო კონკურსზე დარეგისტრირება მომავალშიც შეუძლია.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი მოუწოდებს სტუდენტებს, ყურადღებით გაეცნონ კონკურსში მონაწილეობის აუცილებელ პირობებს და რეგისტრაცია დადგენილ ვადებში დაასრულონ. დეტალური ინფორმაცია სტუდენტთა საგრანტო კონკურსის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდსა და სოციალურ ქსელში გამოქვეყნდება.
ასევე იხილეთ:
-
2026 წლის სტუდენტთა საგრანტო კონკურსზე გამოყენებული ტესტი და სწორი პასუხები
by გამოყენებული ტესტები
-
ცნობილია სტუდენტთა საგრანტო კონკურსის შედეგები, ტესტი და სწორი პასუხები – გამოცდები 2026
by საგრანტო კონკურსის სიახლეები
-
როგორ უნდა მივიდეთ საგამოცდო ცენტრთან – 2026 წლის ზაფხულის გამოცდების მარშრუტები და ცენტრები
by ARIS.GE-განათლება