ახალი სეზონი ილიაუნის თეატრში
11 ოქტომბერს სპექტაკლით „სიზმრები სინანულისანი“, რომელიც მიხაილ ბულგაკოვის ცნობილი პიესის მიხედვით დაიდგა, ილიაუნის თეატრმა მესამე სეზონი გახსნა. ამ სპექტაკლში ისევე, როგორც ილიაუნის თეატრის სხვა პროფესიულ წარმოდგენებში, ცნობილი მსახიობების გვერდით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები და კურსდამთავრებულები არიან დაკავებულები.
ახალი სეზონიდან ილიაუნის თეატრი წარმოდგენებს 20:00 საათზე გამართავს, ბილეთები კი თეატრის სალაროს გარდა გაიყიდება უნივერსიტეტის წიგნის მაღაზია ლიგამუსში, ინტერნეტით (www.biletebi.ge) და თბილისში არსებული TBC-Pay-ს ავტომატების მეშვეობით.
ილიაუნის თეატრის შესახებ ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ ეწვიოთ ახალ ვებ–გვერდს – theatre.iliauni.edu.ge.
-
ილიაუნიში დისკუსია „უმაღლესი განათლების რეფორმა: ბუნდოვანი საკითხები და აკადემიური საზოგადოების კითხვები“ გაიმართება
by ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
„სიახლე განათლების „რეფორმასთან“ დაკავშირებით“ – ილიაუნის კანცლერი ქეთევან დარახველიძე
by ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
უზნაძის ქუჩის არქიტექტურული მემკვიდრეობა – შუალედური კვლევის შედეგების წარდგენა ილიაუნიში
by ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი