ბათუმის დამოუკიდებელი სასწავლებლისთვის ავტორიზაციის გაუქმების გამო, პროფესიული სტუდენტებისთვის ინფორმაცია გამოქვეყნდა

განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის მიერ დღეს, 16 ნოემბერს გავრცელებული ინფორმაციით, შპს ბათუმის დამოუკიდებელი სასწავლებლის პროფესიული სტუდენტები, რომელსაც ავტორიზაცია გაუუქმდა, 15 ნოემბრიდან პროფესიული სტუდენტის სტატუსს დაკარგავენ. ხარისხის ცენტრი განმარტავს იმასაც, თუ როგორი უნდა იყოს სტუდენტების ნაბიჯები ამის შემდეგ:
“პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს 2022 წლის 15 ნოემბრის N 1459091 გადაწყვეტილებით, შპს ბათუმის დამოუკიდებელ სასწავლებელს გაუუქმდა ავტორიზაცია. გადაწყვეტილება ძალაში შევიდა ცენტრის ვებგვერდზე გამოქვეყნებისთანავე – მიმდინარე წლის 15 ნოემბრიდან.
“აღნიშნული საგანმანათლებლო დაწესებულების პროფესიულ სტუდენტებს 2022 წლის 15 ნოემბრიდან 5 წლის ვადით შეუჩერდებათ პროფესიული სტუდენტის სტატუსი და ამ პერიოდში უფლებამოსილნი არიან, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ისარგებლონ მობილობის უფლებით და გადავიდნენ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში”, – ვკითხულობთ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
-
გამოქვეყნდა სკოლის ავტორიზაციის ახალი სტანდარტები, პროცედურები და საფასურები by განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
-
გამოქვეყნდა დოკუმენტი, რომელსაც აბიტურიენტები, სტუდენტები და საგანმანათლებლო საზოგადოება უნდა იცნობდეს by განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
-
საქართველო ზოგადი განათლების გაუმჯობესებისთვის მომუშავე ორგანიზაციის, SICI-ის წევრი გახდა by განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი