GE

ბაზალეთის სასტუმრო კომპლექსში კონფერენცია “სამხრეთ კავკასიის ევროინტეგრაციის პერსპექტივები” გაიმართა

25-26 ოქტომბერს, კავკასიის უნივერსიტეტმა ფრიდრიხ ებერტისა და ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის ხელშეწყობით, ბაზალეთის სასტუმრო კომპლექსში ჩაატარა მეექვსე სტუდენტური საერთაშორისო სამეციერო კონფერენცია: “სამხრეთ კავკასიის ევროინტეგრაციის პერსპექტივები”.

მომხსენებლები განაწილდნენ ოთხ სექციაში: თანამედროვე ევროპული სახელმწიფოს მშენებლობა, მოწინავე ეკონომიკური, მართვის, მარკეტინგული მეთოდებისა და მიდგომების დანერგვა ბიზნესში, კანონმდებლობის ევროპულ სტანდარტებთან მორგება, თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ინოვაციური პოტენციალის ზრდა.

მოდერატორებად მოწვეულნი იყვნენ ცნობილი სპეციალისტები საქართველოსა და ესტონეთის უნივერსიტეტებიდან.

კონფერენციაზე მოხსენებებით წარდგნენ სტუდენტები საქართველოს, პოლონეთის , უკრაინისა და სომხეთის უნივერსიტეტებიდან.

სექციების მიხედვით გამოვლინდნენ გამარჯვებულები.

გამარჯვებულებსა და მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები და საჩუქრები.

კონფერენციის დახურვის ცერემონიის შემდეგ სტუდენტები ესტუმრნენ ქალაქ მცხეთას და მოინახულეს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარი.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური