ბიზნეს სამართლის ეროვნულ ცენტრში იურიდიული მართლწერის ტრეინინგები გაიმართა
9 და 10 ოქტომბერს JILEP -ის დაფინანსებით არსებულ ბიზნეს სამართლის ეროვნულ ცენტრში იურიდიული მართლწერის ტრეინინგი გაიმართა.
შეხვედრა მიზნად ისახავდა სამართლის პროფესორებისა და პრაქტიკოსი იურისტებისათვის იურიდიული მართლწერის უნარ-ჩვევების გაუმჯობესებას.
მონაწილეებს საშუალება მიეცათ გარიგებები აესახათ უშუალო კონტრაქტის ფორმატში. აღნიშნულ ტრეინინგს უძღვებოდა ამერიკის, ვოშბორნის სამართლის სკოლის პროფესორი აიდა ალაკა და ტონია კოვალსკი კანზასის შტატიდან.
ჯამში ოცდაათმა ქართველმა იურისტმა გაიარა იურიდიული მართლწერის ტრეინინგი.