GE

USAID/JILEP მოამზადა 75 ქართველი სამართლის სტუდენტი იმიტირებული პროცესისათვის

ახალი თაობის იურისტებისათვის ინფორმაციის მიწოდებისა და ახალ, შეჯიბრებითობის პრინციპზე დაფუძნებულ სისტემაზე უფრო ეფექტურად მუშაობისათვის აუცილებელი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბების ხელშეწყობის მიზნით USAID/JILEP_მა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით მოამზადა/დაატრენინგა 75 სტუდენტი და საქართველოში არსებული სხვადასხვა უნივერსიტეტის 10 სამართლის ლექტორი -„ტრენერი“, ადვოკატირების ძირითად უნარ-ჩვევებში.

ტრენინგი 4-5 ნოემბერს ჩატარდა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. მოხდა ისეთი უნარ-ჩვევების სწავლება, როგორიც არის შესავალი და დასკვნითი სიტყვა, მოწმეების პირდაპირი და ჯვარედინი დაკითხვა. პროგრამის ინტერაქტიული ფორმატის მიხედვით, სტუდენტებს უწევდათ ამ უნარებ-ჩვევების დემონსტრირება მათი თანატოლების თანდასწრებით იმიტირებული პრობლემის მაგალითის გამოყენებით. მონაწილეებს ასევე მიეცათ ინსტრუქციები, ახალი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის იმ ნაწილების შესახებ, რომლებმაც პირდაპირი გავლენა მოახდინეს ადვოკატირების პრაქტიკაზე სისხლის სამართალში.

ამ ეტაპზე სტუდენტები და „ტრენერები“ ემზადებიან თავიანთი უნივერსიტეტების წარმოსადგენად საქართველოში სისხლის სამართალში ადვოკატირების პირველი იმიტირებული პროცესისათვის, რომელიც ჩატარდება 2011 წლის, 1-2 დეკემბერს თბილისში, USAID/JILEP_სა და თსუ_ს ეროვნული სასწავლო ცენტრის მხარდაჭერით.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური