კლიენტთა კონსულტირების მეორე ტრეინინგი
მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების პროექტის ფარგლებში თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტში ჩატარდა კლიენტთა კონსულტირების რიგით მეორე კონკურსი სამართლის სტუდენტებისთვის.
კლიენტთან კონსულტირების კონკურსის დროს იმიტირებულ საადვოკატო ფირმაში “ადვოკატი” სტუდენტები კონსტულაციას უწევენ “კლიენტებს” (სპეციალურად შერჩეულ მსახიობებს). ამ დროს კლიენტთა გამოკითხვისა და პრობლემის ანალიზის უნარები ფასდება ადოვკატებისგან შემდგარი მსაჯთა პანელის მიერ. კონკურსში რვა სხვადასხვა სამართლის სკოლის სტუდენტები მონაწილეობდნენ, სადაც განიხილებოდა სამოქალაქო დავები. მსაჯთა პანელი შედგებოდა ადგილობრივი და უცხოელი ადვოკატებისგან. JILEP დაეხმარება თავისუფალი უნივერსიტეტის გამარჯვებულ გუნდს, წარმოადგინოს საქართველო კლიენტთა კონსულტირების საერთაშორისო კონკურსზე, რომელიც 2014 წლის აპრილში პუერტო რიკოში ჩატარდება.
კონკურსს წინ უსწრებდა JILEP-ის მიერ სამართლის სკოლის გუნდებისათვის ორგანიზებული ორდღიანი ტრენინგი კლიენტთა კონსულტირების უნარ-ჩვევებში.