GE

ბორჯომის მუნიციპალიტეტის 7 წარჩინებული მოსწავლე კსუ-ში ხუთასლარიანი შეღავათით ისწავლის

ბორჯომის მუნიციპალიტეტის შვიდი წარჩინებული მოსწავლე კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში ხუთასლარიანი შეღავათით ისარგებლებს.

კონკურსის წესით გამოვლენილ გამარჯვებულებს ოთხწლიანი გრანტის გამოყენება მათთვის სასურველ საგანმანათლებლო პროგრამაზე შეეძლებათ.

მოსწავლეებს სერთიფიკატები კავკასიის საერთშორისო უნივერსიტეტის მულტიმედია ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ სულხან მელაძემ გადასცა.

ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლების, საგანმანათლებლო რესურსცენტრისა და საჯარო სკოლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შეხვედრისას სულხან მელაძემ დამსწრე საზოგადოებას უნივერსიტეტის მისიაზე, სამომავლო გეგმებსა და მულტიმედია ცენტრის პროექტებზე ესაუბრა.

შეგახსენებთ, რომ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ხუთასლარიანი ვაუჩერით სარგებლობის შესაძლებლობა ბორჯომის გარდა, ყვარლისა და ბათუმის წარჩინებულ მოსწავლეებსაც აქვთ.

უნივერსიტეტის ინფორმაციით, მომავალში სასწავლო გრანტი ხელმისაწვდომი სხვა რეგიონების მოსწავლეებისთვისაც გახდება.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური