GE

ბოსტონის კოლეჯის პროფესორების ვორკშოფი ილიაუნიში: ხელოვნური ინტელექტის დემისტიფიკაცია

27 მაისს, 15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი უმასპინძლებს ბოსტონის კოლეჯის პროფესორებსა და IT სფეროს სპეციალისტებს, რომლებიც ჩაატარებენ გამორჩეულ ვორქშოფს IT მიმართულების სტუდენტებისა და ამ სფეროთი დაინტერესებული პირებისთვის. ღონისძიებაზე დასწრება უფასოა.

ვორქშოფის თემა: ხელოვნური ინტელექტის დემისტიფიკაცია – საფუძვლებიდან აპლიკაციებამდე

ძირითადი მომხსენებელი: დოქტორი დონგლაი ვეი (დოქტორის ხარისხი დაიცვა MIT-ში), ბოსტონის კოლეჯის პროფესორი, ჰარვარდის უნივერსიტეტის აფილირებული მკვლევარი
ვორქშოფის აღწერა: AI-ის ხანა უკვე დაიწყო. ისევე, როგორც პერსონალური კომპიუტერებისა და ინტერნეტის რევოლუციურ გამოგონებებს, AI-ს აქვს პოტენციალი გარდაქმნას ჩვენი ცხოვრების ყველა ასპექტი, ჯანდაცვისა და განათლების სფეროთი დაწყებული ტრანსპორტითა და გართობით დამთავრებული. თუმცა AI ხშირად კომპლექსურ და გაუგებარ სფეროდ რჩება ფართო საზოგადოების, მათ შორის სტუდენტებისთვის. ვორკშოპი მიზნად ისახავს ხელოვნური ინტელექტის დემისტიფიკაციას ფუნდამენტური ცნებების ახსნითა და პრაქტიკული სავარჯიშოების დახმარებით.

სემინარი შედგება ძირითადი პრეზენტაციისა და პრაქტიკული გაკვეთილისგან. დაინტერესებული პირები პრაქტიკულ სესიაზე შეძლებენ რეალურ დროში შექმნან სატრანსპორტო საშუალებათა დათვლის აპლიკაცია.

ვორქშოფზე დასწრებად შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა, რის შემდეგაც მიიღებთ დეტალურ ინფორმაციას ღონისძიების შესახებ.

იხილეთ სარეგისტრაციო ფორმა

სამუშაო ენა: ინგლისური
დრო: 27 მაისი, 15:00-17:00 საათი
ადგილმდებარეობა: T306 აუდიტორია (პირველი სესია); T405 აუდიტორია (მეორე სესია), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T კორპუსი, ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5

უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური