GE

ბრიტანეთის საბჭო საქართველოში ინგლისური ენის შემსწავლელთათვის ახალი სასწავლო წლის დაწყებას უნიკალური სასწავლო პროექტის განხორციელებით აღნიშნავს

2 ოქტომბერს ბრიტანეთის საბჭო საქართველოში ახალ აკადემიურ სასწავლო წელს იწყებს. ბრიტანეთის საბჭო მსოფლიოში საყოველთაოდ აღიარებული წამყვანი ორგანიზაციაა ინგლისური ენის სწავლების 80-წლიანი გამოცდილებით, რომელიც საგანმანათლებლო პროცესში ბავშვებსა და მოზარდებზე მორგებულ უახლესი სწავლების მეთოდიკებს იყენებს მაღალკვალიფიციური სპეციალისტების ჩართულობით. თქვენ კი, ვისაც ბავშვებისთვის ინგლისური ენის თანამედროვე და საუკეთესო სასწავლო კურსები გაინტერესებთ, ბრიტანეთის საბჭო ბავშვებისა და მოზარდების საჭიროებებსა და ინტერესებზე მორგებულ სასწავლო კურსებს გთავაზობთ.

ახალი სასწავლო წლის სიახლეებისა და ამჟამად არსებული შესაძლებლობების შესახებ მნიშვნელოვან ინფორმაციას EDU.ARIS.GE-ს მეშვეობით ორგანიზაციის წარმომადგენელი, ბავშვებისა და მოზარდების სასწავლო პროგრამების ხელმძღვანელი ნათია ხარძიანი გვიზიარებს.

რატომ ბრიტანეთის საბჭო?

ჩვენ გვყავს საუკეთესო პედაგოგების და ექსპერტების გუნდი, რომელთაც გააჩნიათ საერთაშორისოდ აღიარებული კვალიფიკაცია ბავშვებისა და მოზარდების სწავლებაში. ასევე, ჩვენი კურსები აგებულია ექსპერტების მიერ სპეციალურად ჩვენთვის აგებულ სასწავლო მასალაზე. თანამედროვე შინაარსითა და განახლებული იერსახით, იგი აბსოლუტურად განსხვავდება ტრადიციული სახელმძღვანელოებისაგან. ჩვენი სასწავლო ჟურნალები ასახავს მსოფლიოს ირგვლივ მომხდარ მოვლენებს და გვაცნობს სხვადასხვა ქვეყნებში არსებულ საინტერესო ტრადიციებს. გარდა საინტერესო თემებისა, მოსწავლეებს ვთავაზობთ სახალისო თამაშებსა და აქტივობებს, რომლებიც ეხმარება მათ ჩაერთონ ჯგუფურ დისკუსიებში. აზრების გაზიარება კი ხელს უწყობს კრიტიკული აზროვნების უნარის განვითარებას.

ჩვენ ვქმნით სასიამოვნო და უსაფრთხო სასწავლო გარემოს, სადაც ჩვენი მოსწავლეები ინგლისური ენის ცოდნას ყოველდღიურად იუმჯობესებენ. ჩვენ ასევე გთავაზობთ საერთაშორისო საგამოცდო მოსამზადებელ კურსებს, როგორც პირისპირ, ასევე ონლაინ. ჩვენ აქტიურად ვიყენებთ თანამედროვე ტექნოლოგიებს.

ბრიტანეთის საბჭოს საბავშვო კურსები

ჩვენ გთავაზობთ ინგლისური ენის კურსებს ბავშვებისა და მოზარდებისთვის:

  • Learning Time with Timmy 5 წლის ბავშვებისთვის;
  • Primary Plus – ინგლისური ენის კურსი 6-10 წლის ასაკის ბავშვებისთვის;
  • Secondary Plus ინგლისური 11-17 წლის მოზარდებისთვის.

სიახლე!

Learning Time with Timmy 5 წლის ბავშვებისთვის

ეს არის ბრიტანეთის საბჭოს უნიკალური პროექტი რომელიც წელს პირველად განხორციელდება საქართველოში.

რატომ არის ის უნიკალური?

ბრიტანეთის საბჭოს სკოლამდელი აღზრდის ექსპერტებმა სპეციალურად ამ ასაკის ბავშვებისთვის შეიმუშავეს სახალისო პროგრამა „Learning Time with Timmy“.

ჩვენ ვთანამშრომლობთ მსოფლიოში ცნობილ ანიმაციურ სტუდიასთან „Aardman“, შესაბამისად ეს პროგრამა აგებულია ერთ-ერთი მთავარი გმირის Timmy -ს თავგადასავალზე (პროგრამიდან Timmy Time). ჩვენი გმირი ეხმარება ბავშვებს სათანადო კონტექსტში ისწავლონ და ადვილად დაიმახსოვრონ ახალი სიტყვები. ტიმი და მისი მეგობრები განავითარებს თქვენი შვილის შემოქმედებით აზროვნებას და მათი მეგობრული კავშირი დაეხმარება მას უფრო აქტიურად ჩაერთოს სწავლის პროცესში. ეს კურსი ბავშვებისთვის დაუვიწყარი გამოცდილება და ინგლისური ენის ცოდნის მიღების მყარი საფუძველი იქნება. ჩვენ ბავშვებს სწორედ სიმღერების, თამაშების, სხვადასხვა საინტერესო და სათავგადასავლო აქტივობების გამოყენებით ვეხმარებით ინგლისური ენის შესწავლაში.

როგორ ვასწავლით?

სწავლების კუთხით ჩვენ პრაქტიკულ მიდგომას ვანიჭებთ უპირატესობას. ვატარებთ შემოქმედებით, აქტიურ და სახალისო გაკვეთილებს. მოსწავლეებს შესაძლებლობა აქვთ, სიღრმისეულად განივითარონ კითხვის, წერის, მოსმენის, ასევე სასაუბრო უნარები და ჩვენ სრულად ვაკმაყოფილებთ მათ ინდივიდუალურ სასწავლო მოთხოვნებს. გაკვეთილზე მოსწავლეები რეალურ ცხოვრებაში არსებულ ამოცანებს ხსნიან, მუშაობენ ჯგუფებში და თითოეული გამოწვევისთვის კვლევაზე დაფუძნებულ პასუხებსა და ინოვაციურ გადაწყვეტილებებს იღებენ. ეს ყველაფერი კი ჩვენს მოსწავლეებს საუბრისას თავდაჯერებულობის გაზრდაში ეხმარება. ჩვენს მოსწავლეებს ვაკავშირებთ სხვადასხვა ქვეყნის კლასებთან ონლაინ, სადაც ჩვენი მოსწავლეები საერთაშორისო კომუნიკაციის გამოცდილებას იძენენ.

როგორ შეგვიძლია სასურველ კურსზე დარეგისტრირება?

მიუხედავად იმისა 5 წლიდან იწყებს მშობელი შვილის დარეგისტრირებას თუ უფროსი ასაკისას, პირველ რიგში, აუცილებელია კონსულტაციის დაჯავშნა ჩვენს ვებგევრდზე, 11-დან 17 წლამდე ბავშვებსა და მოზარდებს კი ტესტირებაც ჩაუტარდებათ.

კონსულტაციის საფუძველზე ხდება მოსწავლის დონის შესაბამისი ჯგუფის, დღეების და განრიგის შედგენა. საბოლოო ჯამში მოსწავლეები ჩვენთან გაცილებით მეტს სწავლობენ, ვიდრე ინგლისური ენაა, ხდებიან უფრო თავდაჯერებულები და მიზანმიმართულები.

(R)

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური