GE

BTU აბიტურიენტებს „დროის მენეჯმენტის“ უფასო ტრენინგს სთავაზობს

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი საქართველოში მცხოვრებ ყველა აბიტურიენტს საჩუქრად მთელი წლის განმავლობაში კურსებს, ტრენინგებს და სხვადასხვა პროექტში მონაწილეობას სთავაზობს. აბიტურიენტების მიერ არჩეული აქტივობები მთელი წლის განმავლობაში, განხორციელება BTU-ს მიერ, მასში მონაწილეობა უფასოა და ხელმისაწვდომია ყველა მსურველისთვის.

კურსების გავლის შემდეგ, აბიტურიენტებს შესაბამისი სერტიფიკატები, კონკურსებში გამარჯვებულებს კი სპეციალური ჯილდოები გადაეცემათ.

აბიტურიენტებისთვის დაგეგმილ აქტივობებს შორისაა: დროის მენეჯმენტის ტრენინგი აბიტურიენტებისთვის, რომელიც გაიმართება 21 მაისს 16:00 საათზე, დისტანციურ რეჟიმში.

შეხვედრას გაუძღვება – ანა არველაძე და ლექციის ფარგლებში მონაწილეები შეისწავლიან, როგორ დაგეგმონ საქმიანობა, როგორ გადაანაწილონ პრიორიტეტები და რა მეთოდები არსებობს დროის ეფექტური მართვისთვის.

ტრენინგზე დასასწრებად, გაიარეთ რეგისტრაცია ბმულზე.

აბიტურიენტთათვის მიმდინარე უფასო ტრენინგებისა და პროექტების შესახებ ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური