GE

ცესკო-ს იმიტირებული არჩევნები SANGU-ში

1-ელ ნოემბერს, წმ. ანდრიას ქართულ უნივერსიტეტში ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) წარმომადგენლებმა საინფორმაციო სახის შეხვედრა გამართეს.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის პროცესების მართვის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა – ლევან კაპანაძემ და სიმონ პარუნაშვილმა SANGU-ს სტუდენტებისთვის, აკადემიური პერსონალისა და ადმინისტრაციის წარმომადგენლებისთვის საარჩევნო პროცედურების – ამომრჩევლის რეგისტრაციის, ხმის მიცემისა და ხმის დათვლის პროცესში ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენების შესაძლებლობის შესახებ დეტალურად ისაუბრეს.

შეხვედრის ფარგლებში, სპიკერებმა აუდიტორიის კითხვებს უპასუხეს, რის შემდეგაც, ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით საარჩევნო პროცესის იმიტაცია გაიმართა.

SANGU-ში გამართულ იმიტირებულ არჩევნებში მონაწილეობა უნივერსიტეტის სტუდენტებმა და ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა მიიღეს.

უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური