GE

ცესკოსა და გრუნის თანამშრომლობა გრძელდება

ყოველწლიურად პროექტის – „ინფორმირებული ახალგაზრდა ამომრჩეველი“, ფარგლებში ცენტრალური საარჩევნო კომისია სტუმრობს გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტს და სტუდენტებისათვის მართავს სწავლებას ახალგაზრდების საარჩევნო განათლების ხელშეწყობის მიზნით.

გრუნის ეწვია ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძე, ცესკოს საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის დირექტორი – ნათია ზაალიშვილი, ცენტრის თანამშრომლები – ნინო კიკალიშვილი და მაია გუდაძე.

პირველი და მეორე კურსის სტუდენტებისთვის გამართულ სწავლებაზე სტუმრებმა ისაუბრეს არჩევნებში ახალგაზრდების მონაწილეობის როლსა და მნიშვნელობაზე, ასევე, განიხილეს:

  • დემოკრატიული არჩევნების საერთაშორისო სტანდარტები და პრინციპები;
  • საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობის პრაქტიკული ასპექტები;
  • გამოწვევები და მიღწევები (ტექნოლოგიურ სიახლეებზე აქცენტირებით);
  • სიძულვილის ენისა და დეზინფორმაციის უარყოფითი გავლენა საარჩევნო პროცესზე.

შეხვედრის დასასრულს მოწვეულმა სტუმრებმა უპასუხეს სტუდენტების მიერ დასმულ შეკითხვებს.

მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები და ცესკოს სასაჩუქრე ატრიბუტიკა.

უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური