GE

ჩემპიონატი მოსწავლეებისთვის – ბიზნესის მართვის შესაძლებლობა სიმულაციურ გარემოში

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი აცხადებს ბიზნეს სიმულატორის ჩემპიონატს მოსწავლეებისათვის. ეს არის შესაძლებლობა, მომავალმა ბიზნესლიდერებმა გამოსცადონ თავიანთი უნარები და ალღო იმიტირებულ ბიზნესგარემოში.

ჩემპიონატი ჩატარდება პირველი ქართულენოვანი ბიზნეს სიმულატორის გამოყენებით, რომელიც შემუშავებულია სასწავლო მიზნით, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის პროფესორის მიერ.

ბიზნესის სიმულატორის თამაშის აღწერა (ვიდეო)

კონკურსი, შექმნილია ბიზნესის მართვის პრაქტიკული გამოცდილების შესაძენად. მონაწილეები ინდივიდუალურად შეეჯიბრებიან ერთმანეთს იმ გამოწვევებისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესების სიმულაციაში, რომლებსაც მეწარმეები აწყდებიან სხვადასხვა ინდუსტრიაში.

მთელი ჩემპიონატის განმავლობაში თქვენ ხელმძღვანელობას გაგიწევენ გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის გამოცდილი პროფესიონალები და პროფესორ-მასწავლებლები. ისინი გაგიზიარებენ თავიანთ გამოცდილებას, გაგაცნობენ საინტერესო ხედვებს და შემოგთავაზებენ სტრატეგიულ რჩევებს, რათა ღირსეულად გაართვათ თავი იმიტირებულ ბიზნესგარემოში მუშაობას.

გამოიყენე შანსი, ისწავლოთ ინდუსტრიის ლიდერებისგან და მიიღოთ ფასეული ცოდნა, რომელიც გაზრდის ბიზნესისადმი თქვენს ინტერესს.

პრიზები:

საუკეთესო შეფასების მქონე 5 მოსწავლეს გადაეცემა გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის 20%-იანი სასწავლო გრანტი და პრაქტიკული ინგლისური ენის შესწავლის ვაუჩერი, კურსს უხელმძღვანელებს სპეციალურად მოწვეული ამერიკელი პროფესორი.

ჩემპიონატი დაიწყება 10 ივნისს

რეგისტრაცია
დარეგისტრირება შესაძლებელია 2023 წლის 9 ივნისამდე

უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური
aris.ge-adm