GE

CIU ახალი პარტნიორი, საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია „გრანთ თორნთონი“ (GRANT THORNTON GEORGIA) წარადგინა

9 დეკემბერს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა ახალი პარტნიორი, საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია „გრანთ თორნთონი“ (Grant Thornton Georgia) წარადგინა.

გრანთ თორნთონი მსოფლიოს დამოუკიდებელი აუდიტორული, იურიდიული და ბიზნეს საკონსულტაციო ფირმების ერთ-ერთ წამყვანი ქსელია.

პრეზენტაციაზე, გრანთ თორნთონის იურიდიული მიმართულების საქმიანობა, სტაჟირებების შესაძლებლობები, სამართლის დარგობრივ მიმართულებებები (ბიზნეს და საკორპორაციო სამართალი; სასამართლო საქმისწარმოება) და კარიერულ დაგეგმვასთან დაკავშირებული პრაქტიკული რეკომენდაციები განიხილეს.

შეხვედრას გრანთ თორნთონის მმართველი პარტნიორი, ვახტანგ ცაბაძე, იურიდიული მიმართულების ხელმძღვნელი ნინო ჯოლია, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი, კახაბერ კორძაია, სამართლის ფაკულტეტის დეკანი, გიორგი ხატიძე, სამართლის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, თამთა წირქვაძე, უნივერსიტეტის კანცლერის მრჩეველი მეცნიერებისა და ინოვაციების საკითხებში, ზვიად გაბისონია, სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტები და ადმინისტრაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შეგახსენებთ, რომ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და გრანთ თორნთონს შორის გაფორმებული ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი სტუდენტებს ახალ შესაძლებლობას აძლევს გაიარონ სტაჟირება და დაიკავონ გრანთ თორნთონში არსებული ვაკანტური პოზიციები.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური