ზოგიერთ უნივერსიტეტში სასწავლო პროცესის შეჩერებასა და გადავადებას განცხადებით ეხმაურება განათლების ხარისხის ცენტრი
![](https://edu.aris.ge/news/wp-content/uploads/2024/03/ganatlebis-saministro-wina-xedi-1-458x257.jpg)
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სსიპ, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი განცხადებას ავრცელებს და უნივერსიტეტების ადმინისტრაციებისთვის საყურადღებო განმარტებებს აკეთებს.
EDU.ARIS.GE განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
“ვეხმიანებით ზოგიერთ საგანმანათლებლო დაწესებულებაში სასწავლო პროცესის შეჩერებისა და გადავადების შემთხვევებს, რისი მომსწრენიც ბოლო პერიოდში გავხდით.
საგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაცია ვალდებულია წინასწარ, მის მიერ განსაზღვრული სასწავლო/აკადემიური კალენდრის შესაბამისად, უზრუნველყოს სასწავლო პროცესის შეუფერხებლად წარმართვა.
მნიშვნელოვანია, რომ სასწავლო პროცესის შეფერხებამ, მისმა შეჩერებამ ან გადაწევამ საფრთხე არ შეუქმნას საგანმანათლებლო პროგრამებით გათვალისწინებული მიზნებისა და სწავლის შედეგების მიღწევას, რაც, თავის მხრივ, გამოიწვევს მოსწავლეების, პროფესიული სტუდენტების, სტუდენტების კანონიერი ინტერესების შელახვას.
არსებული სტანდარტების მიხედვით, საგანმანათლებლო დაწესებულებას ინსტიტუციაში მიმდინარე ძირითადი პროცესების უწყვეტობის უზრუნველსაყოფად შემუშავებული უნდა ჰქონდეს სასწავლო პროცესის შეუფერხებლად წარმართვის გეგმა, რომელიც ითვალისწინებს ყველა შესაძლო რისკს, ასევე, მათი სრულად ან ნაწილობრივ თავიდან აცილების საშუალებებს.
შესაბამისად, მნიშვნელოვანია, საგანმანათლებლო დაწესებულებებში, ადმინისტრაციის მხრიდან უზრუნველყოფილი იყოს სასწავლო პროცესის შეუფერხებელი განხორციელება, რათა არ მოხდეს აკრედიტაციისა და ავტორიზაციის სტანდარტების დარღვევა”, – ნათქვამია განცხადებაში.
ასევე იხილეთ:
-
დამტკიცდა უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებელი ინტელექტუალური საკუთრებისა და ინოვაციების მენეჯმენტის შესწავლის მსურველთათვის by განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
-
რამდენმა საჯარო სკოლამ გაიარა ავტორიზაცია ორი წლის განმავლობაში და რა სამუშაოები შეასრულა განათლების ხარისხის ცენტრმა 2024 წელს – დეტალები by განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
-
რომელი უნივერსიტეტების პროგრამებზე იმსჯელებს 30 დეკემბერს აკრედიტაციის საბჭო by განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი