CIU-ს დელეგაციის ვიზიტი ოქსფორდის უნივერსიტეტში

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის დელეგაციამ, მეცნიერებისა და ინოვაციების საკითხებში კანცლერის მრჩევლის, პროფესორ ზვიად გაბისონიას ხელმძღვანელობით, სამუშაო შეხვედრები გამართა ოქსფორდის უნივერსიტეტის მაგდალინელის კოლეჯის (Magdalen College) და წმ. პეტრეს კოლეჯის (St. Peter’s College) პროფესორ კატარინ გრევლინგთან.
უნივერსიტეტის მიერ 15 მაისს გამოქვეყნებული ინფორმაციით, მხარეებმა შეხვედრაზე განიხილეს ერთობლივი კვლევითი პროექტების განხორციელების შესაძლებლობები ხელოვნური ინტელექტის სამართლის, სამართლის ტექნოლოგიებისა (LegalTech) და ინტერნეტ სამართლის თემატიკაზე. ზვიად გაბისონიამ ოქფორდის უნივერსიტეტის წარმომადგენლებს გააცნო საქართველოში ხელოვნური ინტელექტის ეთიკური და სამართლებრივი სტანდარტების, ხელოვნური ინტელექტის ეროვნული სტრატეგისა და ქართული ხელოვნური ინტელექტის ენობრივი მოდელების (LLM Models) დანერგვის სამართლებრივი გამოწვევები.
მხარეები დამატებით შეთანხმდნენ ერთობლივი კვლევების განხორციელებაში ხელოვნური ინტელექტის საავტორო უფლებებთან და შედარებითი სამართლებივი კვლევების განხორციელებაზე. პროფესორმა კატარინ გრევლინმა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის დელეგაციას დეტალურად გააცნო ოქსფორდის იურიდიული განათლების მოდელი და კვლევების დაგეგმვისა და წარმოების სპეციფიკა.
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის დელეგაციის შემადგენლობაში ზვიად გაბისონიასთან ერთად იყვნენ საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე თამარ ლაღიძე და ამავე დეპარტამენტის კოორდინატორი გიორგი ჩიგოგიძე.
-
„ისლამი და ქალთა უფლებები“ – საჯარო ლექცია კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში პროექტის – “CIU აკადემია” – დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
CIU-სა და საპატრიარქოს განათლების ცენტრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი