GE

CIU -ს მენეჯერებისთვის მასტერკლასი გაიმართა

24 ივნისს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მენეჯერებისთვის მასტერკლასი გაიმართა თემაზე: „ემოციური (EQ) და სულიერი (SQ) ინტელექტის როლი და მაღალეფექტური ადამიანების შვიდი უნარი“.

ტრენინგს ადამიანური რესურსების მართვის სფეროში მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ტრენერი მედეა ჯინჯიხაძე უძღვებოდა.

მასტერკლასის მიზანია, გაზარდოს თანამშრომელთა მოტივაცია და პროდუქტიულობა მორალური ასპექტების შენარჩუნებისა და გამოყენების გზით; ორგანიზაციებსა და ინდივიდებს დაეხმაროს მიზნების მიღწევაში, პოტენციალის მაქსიმალურ გამოყენებასა და გამოწვევების დაძლევაში, ემოციური ინტელექტის მართვისა და შვიდი უნარის გამოყენების გზით.

ტრენინგის ფარგლებში განიხილეს ისეთი საკითხები როგორებიცაა: პიროვნული განვითარების ოთხი განზომილება და წარმატების შვიდი უნარი; ემოციური ინტელექტის ინდივიდუალური მახასიათებლები; პროაქტიული ადამიანი და შინაგანი მოტივაცია; ადამიანებს შორის უკუკავშირის ფილოსოფია; თვითგანახლების პრინციპები; სინერგია განახლებაში; ოთხი პრაქტიკული Case study.

მასტერკლასი CIU-ს პერსონალის მართვის სამსახურის ორგანიზებითა და უნივერსიტეტის ფინანსური მხარდაჭერით გაიმართა.

უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური