CIU-ს სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით, „ქართული დიპლომატიის კვირეული“ გაიხსნა
12 ნოემბერს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის (CIU) სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით, „ქართული დიპლომატიის კვირეული“ გაიხსნა.
უნივერსიტეტის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, კვირეული, თემაზე – „ქართული დიპლომატიის უახლესი ისტორია დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან“, საერთაშორისო პოლიტიკის მკვლევარისა და ელჩის, მიხეილ უკლებას ლექციით გაიხსნა.
სპიკერმა მიმოიხილა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დამოუკიდებელი საქართველოს დიპლომატიის პირველი ნაბიჯები და ქვეყნის ირგვლივ შექმნილი იმდროინდელი პოლიტიკური ვითარების ძირითადი ასპექტები, ლექციის დასასრულს კი აუდიტორიის კითხვებს უპასუხა.
ლექციის დაწყებამდე სტუმარსა და დამსწრე აუდიტორიას კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი ეკატერინე ჭალაგანიძე და დეკანის მოადგილე, საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი ალიკა გუჩუა მიესალმნენ და ყურადღება კვირეულის თემატიკის მნიშვნელობაზე გაამახვილეს.
ცნობისთვის, ქართული დიპლომატიის პროფესიული დღის დაწესება ქართველი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის, სულხან-საბა ორბელიანის დაბადების დღეს (3 ნოემბერი) უკავშირდება.
-
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საკალათბურთო დარბაზმა მადრიდის რეალის კემპს უმასპინძლა
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
„შენი პროფესიული ბრენდი – როგორ შეგამჩნიონ და აგარჩიონ?“ – CIU-ში საჯარო შეხვედრა გაიმართება
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა თურქეთის ერთ-ერთი უნივერსიტეტის ასოცირებულ პროფესორს, ჰუსეინ აქბაშს უმასპინძლა
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი