GE

CIU-ში საჯარო ლექცია გაიმართა თემაზე: „კიბერუსაფრთხოების მთავარი განზომილება და სამხედრო კონფლიქტების ციფრული მახასიათებლები“

4 მაისს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში საჯარო ლექცია გაიმართა თემაზე: „კიბერუსაფრთხოების მთავარი განზომილება და სამხედრო კონფლიქტების ციფრული მახასიათებლები“.

ლექციას პოლიტიკის მეცნიერების დოქტორი, CIU-ს საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი ალიკა გუჩუა და პოლიტიკის მეცნიერების დოქტორი, იუსტიციის სამინისტროს ციფრული მმართველობის ინფორმაციული უსაფრთხოების დეპარტამენტის სპეციალისტი, ინტერნეტგამოცემა „ლიდერის“ დამფუძნებელი, თორნიკე ზედელაშვილი უძღვებოდნენ.

ლექციის ფარგლებში, სპიკერებმა განიხილეს ისეთი საკითხები როგორებიცაა: კიბერომი და მისი ძირითადი მეთოდები; კიბერსივრცე, კიბერუსაფრთხოება და კიბერდანაშაული; კიბერშეტევის სხვადასხვა ტიპები; საერთაშორისო სტატისტიკური მონაცემები; გავრცელებული ვირუსები; ჰაკერთა ტიპები; კიბერჰიგიენა; კიბერშეტევისგან თავდაცვის საშუალებები; ეფექტიანი ანტივირუსები; 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომისა და მიმდინარე რუსეთ-უკრაინის ომის პერიოდში განხორციელებული კიბერშეტევები; ნატოს კიბერუსაფრთხოების მიმართულებები და კიბერსფეროსთან დაკავშირებული სხვა აქტუალური საკითხები.

შეხვედრის დასკვნითი ნაწილი კითხვა-პასუხის რეჟიმით გაგრძელდა, სადაც მსმენელებს საშუალება ჰქონდათ სპიკერებისგან მათთვის საინტერესესო კითხვებზე მიეღოთ პასუხები.
საჯარო ლექციას CIU-ს სტუდენტები და ადმინისტრაციული პერსონალის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური