GE

CIU-ში შეხვედრა გაიმართა გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელ დავით ესათიასთან

21 დეკემბერს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით გაიმართა შეხვედრა გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელ დავით ესათიასთან.

„გალიდან ნიუ-იორკამდე“ – ეს არის დავით ესათიას მრავალი გამოწვევით განვლილი გზა საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენლის პოზიციამდე გაეროში. სპიკერმა შეხვედრის ფარგლებში მიმოიხილა მანდატით გათვალისწინებული თავისი საქმიანობის ნიუანსები, განსაკუთრებული ყურადღება კი გაამახვილა აფხეთისა და სამაჩაბლოს ახალგაზრდობასთან ურთიერთობებსა და მხარეებს შორის ნდობის აღდგენის პოლიტიკაზე.

შეხვედრის პარალელურად, მსმენელებს შესაძლებლობა ჰქონდათ დავით ესათიასთვის მათთვის საინტერესო კითხვები დაესვათ.

შეხვედრაზე მისასალმებელი სიტყვით წარდგნენ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანი გიორგი აბაშიშვილი, რექტორის მრჩეველი გიორგი ფარეშიშვილი და სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტი ლევან ნადირაძე.

გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელთან შეხვედრას სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტები ესწრებოდნენ.

აღსანიშნავია, რომ სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით, ახალგაზრდა ლიდერებთან შეხვედრები მომავალშიც პერმანენტულად გაგრძელდება.

უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური