ცვლილება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის სტანდარტებში
2011 წლის 5 ივლისს ამოქმედდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 29 ივნისის №115/ნ ბრძანება „საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №99/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, „საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის დებულების“ მე-4 მუხლის „ა“ ქვეპუნქტს დაემატა „ა.დ“ ქვეპუნქტი, რომელმაც დაადგინა, რომ დაწესებულებას უნდა ჰქონდეს სათანადოდ აღჭურვილი ლაბორატორია/ლაბორატორიები; ამავე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის ახალი რედაქციის მიხედვით, სკოლას უნდა ჰქონდეს სასკოლო სასწავლო გეგმით დასახული მიზნების განხორციელებისათვის აუცილებელი საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები, მათ შორის, ინტერნეტით მუდმივად უზრუნველყოფილი ერთი კომპიუტერი არა უმეტეს 20 მოსწავლეზე. ვებგვერდი ასრულებს საკომუნიკაციო და საინფორმაციო ფუნქციას. ავტორიზაციის დებულების მეოთხე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტს დაემატა „ვ.ე“ ქვეპუნქტი, რომელმაც დაადგინა, რომ კერძო სამართლის იურიდიული პირები – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები – უნდა იყვნენ აღჭურვილნი უსაფრთხოების კამერებით, რომლებიც უზრუნველყოფენ სკოლის შიდა და გარე პერიმეტრის კონტროლს და რომელიც შეესაბამება „აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) ადგილებზე და გარე პერიმეტრზე ვიდეომეთვალყურეობის სისტემებისა და მათი დამონტაჟება-ექსპლოატაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 29 აგვისტოს №1143 ბრძანებით განსაზღვრულ ვიდეომეთვალყურეობის სისტემებსა და მათი დამონტაჟება-ექსპლუატაციის წესებს.
-
12 საჯარო სკოლა, რომლებსაც ავტორიზაციის საბჭოსგან მონიტორინგი 1-5 სექტემბერს უწევთ – სია
by განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
-
ავტორიზაციის საბჭო 11 სკოლის საკითხს განიხილავს – სია
by განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
-
14 საჯარო სკოლა, რომლებსაც ავტორიზაციის საბჭოსგან მონიტორინგი უწევთ – სია
by განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი